ვგმობთ!!!

    Post 5 of 27

    ჩვენ, საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს წევრები, დიდი
    გულისტკივილით (12-20 მაისის) მოვლენებს, „თეთრი“ თუ „წითელი“ ხმარუის
    მონაწილეთა აქციებს, ფაშისტთა ლოზუნგებს, კონტრაქციებს, უზნეო როკვას 9
    აპრილის მსხვერპლთა მემორიალთან, ახალგაზრდების დაპირისპირებას…
    ქართველი ერის უდიდესს ეროვნულ ტრიბუნასთან, იქ სადაც დახვრიტეს
    იუნკერები და ეროვნული გვარდიის წევრები, მარო მაყაშვილი, ქართველი
    მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი 1921 წ. იქ სადაც აზვირთდა ეროვნული
    მოძრაობა 1989 წ. 9 აპრილის მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტის შემდეგ, იქ
    სადაც დახოცეს პატრიოტები 1991-92წწ. ე.შევარდნაძის და მ.სააკაშვილის
    რეჟიმების დროს (26 მაისი, 2008წ.) გამოჩნდნენ „ლგბტ“-ს თემის წევრები,
    ახალგაზრდები მიუღებელი ლოზუნგებით. ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაც
    ჩაატარეს მთავრობის კანცელარიასთან, რომელიც ცოდვის აფიშირებას და
    ნარკოტიკების ლეგალიზაციას ემსახურებოდა.
    გამოვლინდა ძალადობის ფაქტები ორივე მხრიდან. ჩვენ ვგმობთ
    ძალადობას, ვგმობთ ახალგაზრდების დაპირისპირებას, ყველა სახის
    პროვოკაციებს, ოჯახის სიწმინდის, ეკლესიის და ტრადიციების შელახვას. ოჯახი
    არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კაცობრიობის არსებობაში ერთ-ერთი
    ძირითადი საყრდენი და საფუძველია. ბრძოლა ოჯახთან – ღმერთთან ბრძოლაა,
    რომელმაც სოდომ-გომორული ცოდვა სასტიკად დაგმო და დასაჯა.
    საქართველოში, რომელიც იბრძვის ქვეყნის, ეკონომიკის, მეცნიერების,
    განათლების, კულტურის ასაღოროძინებლად უნდა განმტკიცდეს ეროვნული
    იდეოლოგია, დაიხვეწოს ეროვნული იდეოლოგია, დაიხვეწოს ნარკოპოლიტიკა,
    აღმოიფხვრას ყველა სახის აღვირახსნილობა და ზნედაცემულობა,
    ახალგაზრდობა უნდა შეიკრას ქვეყნის დასაცავად.

    საქათველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობა.