საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულო
მიზნები და ამოცანები
2.1. საქრთველოს თავადაზნაურთა საკრებულოს ძირითადი მიზანია ქრისტიან-მონარქისტული მსოფლმხედველობის დამკვიდრება, ბაგრატიონთა დინასტიის აღდგენა, ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცება კონსტიტუციური მონარქიის სახით, ეროვნული იდეალების ხორცშესხმა, ქართველი ერის უფლებების დაცვა; სამშობლოს, ენის, მეცნიერების, კულტურის, ძეგლების აღორძინება, მართლმადიდებლობის განმტკიცება, ადამიანთა სულიერი და ზნეობრივი ამაღლება. საფუძველს უყრის საქართველოს უძველესი გვარებისა და ოჯახების ისტორიული ღვაწლის და ჰერალდიკის მეცნიერულ შესწავლას, ხელს უწყობს ისტორიული სინამდვილის დადგენას, იბრძვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული ტრადიციების რეკვიზიტების აღსადგენად. ამ მიზნით ისტორიულ საგვარეულოთა წარმომადგენლების და მათ თანამდგომთა საკრებულო: -აარსებს სპეციალურ ბიბლიოთეკას, მუზეუმს და არქივს, რომლებშიც თავმოყრილი და დაცული იქნება ოჯახებში არსებული ნივთიერი და წერილობითი ძეგლები, ისტორიულ –საგანმანათლებლო ლიტერატურა, საოჯახო არქივები: უფლებას აძლევს მწარმოებელს ისტორიულ გვართა ჰერალდიკის გამოყენებისა (გამგეობის თანხმობის შემდეგ).
- აწყობს გამოფენებს, კონფერენციებს, საჯარო ლექციებს გენეალოგიის, ჰერალდიკის, ეთნოგრაფიის, ისტორიის, რელიგიის და სხვა საკითხებზე;
- მონაწილეობას იღებს ისტორიული სახლების, მუზეუმების აღდგენა რესტავრაციაში და მათ ფუნქციონირებაში;
- თანამშრომლობს როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ არსებულ ანალოგიურ არქივებთან,მუზეუმებთან, სამეცნიერო ცენტრებთან;
- საკრებულო უზრუნველყოფს თავისი წევრების ნაშრომების, ალბომების, მოგონებებისა და დღიურების გამოცემას;
- ამყარებს საქმიან კონტაქტებს ისტორიულ საგვარეულოთა წარმომადგენლებთან, შთამომავლებთან, რომლებიც მოღვაწეობენ, როგორც რესპუბლიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, საგვარეულო კავშირებთან;
- ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, კერძოდ:
- დახმარებას უწევს მოხუცებს, ინვალიდებს, ობლად დარჩენილ ბავშვებს, უსახსროებს, კომუნისტური რეჟიმისაგან რეპრესირებულ პირებს, აღადგენს მათ უფლებებს.
- საქართველოს საგანმანათლებლო კერებისათვის ხსნის სკოლებს, კლუბებს, სტუდიებს, აწესებს პრემიებს, საპატიო წოდებებს, ნიშნავს სტიპენდიებს;
- მონაწილეობას იღებს საინფორმაციო ცენტრის, გენეალოგიის, ჰერალდიკისა და მეცნიერების სხვა დარგების კომპიუტერული ბანკის გახსნაში, საფუძველს უყრის მონარქიის, გენეალოგიისა და ჰერალდიკის კვლევის ინსტიტუტის შექმნას;
- ქმნის საწარმოების, სამეურნეო ანგარიშიან ორგანიზაციებს, ფილიალებს, წარმომადგენლობებს,როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, იღწვის უსამართლოდ რეპრესირებულთა უფლებების აღდგენისათვის;
- ქვეყნის ეკონომიკურ, სამეურნეო, აგრარულ, კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკაში იცავს ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებს;
- რეალური ისტორიის შესწავლისათვის, მისი აღმზრდელობითი ფუნქციის გამოყენებისთვის თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით, ქვეყნის განვითარების კონცეფციას აყალიბებს კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის პირობებში.
საქართველოს თავად - აზნაურთა საკრებულოს სტრუქტურა
2014 წლის 22 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს ტრადიციული თავყრილობა ჩატარდა.
ყრილობამ საკრებულოს წინამძღოლად ერთხმად აირჩია დავით თარხან- მოურავი.
საპატიო წინამძღოლად- ია ბაგრატიონ-მუხრანელი, ვიცე-წინამძღოლად - მამუკა ჯაყელი, შემდგომ, გამგეობის გადაწყვეტილებით, გამგეობის თავმჯდომარედ აირჩა – მალხაზ ამაშუკელი, დარბაზის ხელმძღვანელად - ვაჟა აბაშიძე.