საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს პოზიცია

    Post 1 of 28
    საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულო მრავალრიცხოვან მოქალაქეთა სახელით ჩვენს აღშფოთებას და გულისტკივილს მოგახსენებთ:
    ჩვენ ვგმობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს “ინოვაციურ” პროექტს კანაფის პლანტაციების გაშენების თაობაზე. კვირის ქადაგებაში (16 სექტემბერი) ერის სულიერმა მამამ, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მრევლის და ქვეყნის წინაშე ნარკოტიკების საშიშროებაზე და ხელისუფლების დიდ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ნარკომანს თავისი სიამოვნების გარდა არ აინტერესებს არც სახელმწიფო, არც ოჯახი და არც საზოგადოება. ქართველი ერი მიიღებს საშინელ დარტყმას, რომელსაც ვეღარაფერი გამოასწორებს და ვიქნებით სრულიად უსუსური გარეშე მტრების წინაშე.
    ჩვენ არ დავუშვებთ ამ ავანტიურას და დავიცავთ ჩვენს მომავალ თაობას და გამოვიყენებთ ყველა ძალას ერის და ქვეყნის გადასარჩენად.
    • საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი.
    • ვიცე-წინამძღოლი ია ბაგრატიონ-მუხრანელი.
    • დარბაზის ხელმძღვანელი ვაჟა აბაშიძე.
    • გამგეობის თავმჯდომარე მალხაზ ამაშუკელი.
    • ვიცე-წინამძღოლი ი.ჩიქოვანი.
    • ახალგაზრდული ფრაქციის ხელმძღვანელი ი.ბაგრატიონი.
    • რელიგიური კომისიის თავმჯდომარე შ.ზედგენიძე.