სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა მარშალ-წინამძღოლის არჩევნები

    Post 7 of 28
    სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა მარშალ-წინამძღოლის არჩევნები

    2017 წლის 23 დეკემბერს გაიმართა სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს საერთო კრება.  

    დღის წესრიგში იყო: 1) საკრებულოს დასახელების შეცვლა 2) საკრებულოს წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება. 3) მარშალ-წინამძღოლის, პირველი ვიცე-წინამძღოლის, ვიცე-წინამძღოლების და გამგეობის არჩევნები.

    კრებამ თავმჯდომარედ აირჩია მალხაზ ამაშუკელი. მდივნად ლევან ჩხეიძე.

    1)   მალხაზ ამაშუკელმა შესთავაზა კრებას შეეცვალოს საკრებულოს სახელი და ეწოდოს: სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულო. კრებამ ერთხმად დაუჭირა მხარი საკრებულოს სახელის შეცვლას და დაამტკიცა ამიერიდან საკრებულოს სახელად განისაზღროს: სრულიად საქართველოს თავადა-ზნაურთა საკრებულო.

    2)   მალხაზ ამაშუკელმა კრებას წარუდგინა წესდების ახალი რედაქცია. კრებამ ერთხმად დაამტკიცა წესდების ახალ რედაქცია.

    3)   ქალბატონმა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა კრებას წარუდგინა საკრებულოს მარშალ-წინამძღოლის ბატონი დავით თარხან-მოურავის (01022000013),  კანდიდატურა. სხვა კანდიდატურები არ დასახელებულა. ბატონი დავით თარხან-მოურავი კრების მიერ ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს თავად-აზნაურობის მარშალ-წინამძღოლად.

    საკრებულოს არჩეულმა მარშალ-წინამძღოლმა ბატონმა დავით თარხან- მოურავმა კრებას წარუდგინა საკრებულოს პირველი ვიცე წინამძღოლის ქალბატონ ია ბაგრატიონ-მუხრანელის  (01026009443), კანდიდატურა. სხვა კანდიდატურები არ დასახელებულა. კრებამ საკრებულოს პირველ ვიცე-წინამძღოლად აირჩია ქალბატონი ია ბაგრატიონ-მუხრანელი.

    კრების თავმჯდომარემ, ბატონმა მალხაზ ამაშუკელმა თხოვა კრების მონაწილეებს დაესახლებინათ სამი ვიცე წინამძღოლის კანდიდატურა. კრების მონაწილეთაგან დასახელდა იური ჩიქოვანის (01024029921), შოთა ჩხეიძის (01024010117), და მამუკა ჯაყელის (01015008836) კანდიდატურები. კრებამ საკრებულოს ვიცე წინამძღოლებად ერთხმად აირჩია იური ჩიქოვანი, შოთა ჩხეიძე და მამუკა ჯაყელი.

    კრების თავმჯდომარემ ბატონმა მალხაზ ამაშუკელმა მიმართა კრებას დაესახელებინათ საკრებულოს გამგეობის წევრთა კანდიდატურები. კრების მონაწილეთა მიერ დასახელდა საკრებულოს გამგეობის წევრობის შემდეგი კანდიდატურები: აბაშიძე ვაჟა (01001016505), ამაშუკელი მალხაზი (01017003802), ანდრონიკაშვილი გიორგი (01017000417), ბაგრატიონ-მუხრანელი ია (01026009443), ბაგრატიონი ირაკლი (21001004317), თარხან-მოურავი დავით (01022000013), ნაკაშიძე ცოტნე (0100901290), ჩიქოვანი ზაზა (29001007039), ჩიქოვანი იური (01024029921), ჩხეიძე ლევანი (01022002520), ჩხეიძე შოთა (01024010117), ჯაყელი მამუკა (01015008836). საკრებულომ ერთხმად აირჩია გამგეობა შემდეგი შემადგენლობით: აბაშიძე ვაჟა (01001016505), ამაშუკელი მალხაზი (01017003802), ანდრონიკაშვილი გიორგი (01017000417), ბაგრატიონ-მუხრანელი ია (01026009443), ბაგრატიონი ირაკლი (21001004317), თარხან-მოურავი დავით (01022000013), ნაკაშიძე ცოტნე (0100901290), ჩიქოვანი ზაზა (29001007039), ჩიქოვანი იური (01024029921), ჩხეიძე ლევანი (01022002520), ჩხეიძე შოთა(01024010117), ჯაყელი მამუკა (01015008836)