7 აპრილი, მეჯლისი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში

    Post 9 of 20
    7 აპრილი, მეჯლისი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში

    7  აპრილს, ხარებას, მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სასახლის (ყოფილი მეფის ნაცვლის სასახლეში) სარკეებიან დარბაზში საქართველოს  თავად-აზნაურთა საკრებულომ გამართა მეჯლისი, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ საპატიო სტუმრები, ახალგაზრდა თავად-აზნაურები, გაიმართა კონცერტი. საკრებულოს ვიცე-წინამძღოლმა  ქალბატონმა ია ბაგრატიონ- მუხრანელმა საპატიო სიგელები გადასცა მეჯლისის მონაწილეებს,  აღნიშნა, რომ ამ ტრადიციის აღდგენა მნიშვნელოვანია ახალგაზრდობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მეჯლისი ყოველწლიურად გაიმართება.