საპატრიარქო, წიგნის ,,თავადაზნაურობის” II ტომის პრეზენტაცია

    Post 4 of 22
    საპატრიარქო, წიგნის ,,თავადაზნაურობის” II ტომის პრეზენტაცია

    2015წ. 13 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს მიერ გამოცემული დიდტანიანი უნიკალური კრებულის,,საქართველოს თავადაზნაურობის’’ II ტომის წარდგინება. წარდგინებას წარუძღვა საკრებულოს საპატიო წინამძღოლი ქ-ნი ია ბაგრატიონ-მუხრანელი. წიგნზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ისტორიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. იგალობეს ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ლიცეანტებმა ბექა ხუციშვილის ხელმძღვანელობით, ხოლო ვიოლინოს ჰანგებით დარბაზი დაატკბო როდამ ჯანდიერმა და აბაშიძეთა ტრიომ. საბოლოო სიტყვა კი უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წარმოთქვა, მან ხაზი გაუსვა თავად-აზნაურთა ღვაწლს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და გამოხატა დიდი მხარდაჭერა და თანადგომა თავად-აზნაურთა საკრებულოსადმი.