საქართველოს თავადაზნაურობა, ტომი II

    Post 13 of 27
    საქართველოს თავადაზნაურობა, ტომი II

    საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს  მიერ გამოცემული დიდტანიანი უნიკალური კრებულის II ტომი ,,საქართველოს თავადაზნაურობა’’ მკითხველს ელის.

    წიგნი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II ს ეძღვნება და იხსნება მისი სააღდგომო ეპისტოლეთი.

    ისტორიულ-შემეცნებითი მხატვრული გამოცემა შეიცავს იშვიათ ფოტომასალას, ძეგლების და ფერწერის კოლაჟებს, დოკუმენტურ ქრონიკებს, საბუთებს სახელმწიფო და საოჯახო არქივებიდან  დიდი მეცნიერების ნაშრომებს და გვართა წარმომადგენლების ნარკვევებს ისტორიულ გვარებზე, ქართველთა ფესვებზე, ანბანზე, ქართველთა წვლილზე მსოფლიო ცივილიზაციაში. ძალიან ნიშანდობლივია დიდი მწერლის, ბერი დავითის-ჭაბუა ამირეჯიბის მიმართვა ქართველ მამულიშვილებს, რომელშიც ის წერს: ,,ქართველ თავად-აზნაურობას მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, ქართველ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, ერის სულიერი და ფიზიკური არსებობის მიზნად მიაჩნდა სამსიტყვიერება: ენა, მამული, სარწმუნოება–ერის დევიზად რომ ჩამოაყალიბა თავადმა ილია ჭავჭავაძემ — წმიდა ილია მართალმა! ეს სიტყვები მთელი წიგნის დევიზია.

    წიგნი ტრადიციულად დაყოფილია რუბრიკებად: ისტორიულ-შემეცნებითი ნაწილი, გვარები, ფოტოები საოჯახო და სახელმწიფო არქივებიდან, წამებულნი, ,,ჩვენ ვფიქრობთ, ვმსჯელობთ, ვიბრძვით“- მასალები, რომლებიც ასახავენ ძალზედ მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს და ქვეყნის პოლიტიკურ ქარტეხილებს XIX , XX და XXI საუკუნეებში.

    წიგნის შეძენა შეიძლება:

    ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმში,

        მის: ბუდაპეშტის ქ. N1/პეკინის 42 ; ტელ.: 2 38 01 24; 599 42 30 11;

    წიგნის შეძენა ასევე შესაძლებელია თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 23.10.2014წ   19 საათზე; გამოფენაზე, რომელიც მიეძღვნება ბატონი კოტე ჩოლოყაშვილის ხსოვნას. გამოფენის სახელწოდებაა ,,კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს!“