წიგნის ,,ამილახვრები” წარდგინება 14.11.2013

    Post 24 of 31
    წიგნის ,,ამილახვრები”  წარდგინება 14.11.2013

     

     

    2013 წლის 14 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში ,,საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში’’ თავად-აზნაურთა საკრებულოსა და ზედგინიძე-ამილახვართა საგვარეულო ფონდის ინიციატივით, გაიმართა ნინო ამილახვრის წიგნის -,,ამილახვრების’’ წარდგინება.  წიგნი გამოიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა -კურთხევით.

    წიგნის რეცენზენტებია მიტროპოლიტი შიო(მუჯირი), მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე),  მიტროპოლიტი თადეოზი(იორამიშვილი).

    კონსულტანტები: იღუმენია ელისაბედი(ზედგინიძე),

    ზედგინიძეთა გვარის წინამძღოლი-შოთა ზედგინიძე.

    რედაქტორი: ია ბაგრატიონ მუხრანელი,

    პარაკლისი და დაუჯდომელი შეადგინა  თინათინ მჭედლიშვილმა,

    ხატმწერი მერაბ ჩაკვეტაძე.

    წარდგინებაზე სიტყვით გამოვიდნენ საზოგადო მოღვაწენი, მოძღვრები, ისტორიკოსები: მანანა გაბაშვილი, ზაზა ჩიქოვანი, ლევან ფრუიძე, ალეკო უთქმელიძე, ნიკო ოთინაშვილი, შოთა ზედგენიძე, დავით გოგაძე, ნინო ამილახვარი, თათული ღვინიაშვილი, ვაჟა აბაშიძე….ხალხური სიმღერებითა და საგალობლებით წარსდგნენ — ნიკო ბაგრატიონის სახ. სკოლა-ლიცეუმის მგალობელთა გუნდი  (ხელმძღვანელი-ბექა ხუციშვილი), ანსამბლი  ,,სამთავისი’’ (ხელმძღვანელი-ბადრი თოიძე), ახალგაზრდა მომღერალი მირანდა მაისურაძე.

    დასასრულს დარბაზი დალოცა და სიტყვით გამოვიდა მეუფე თადეოზი.