Category archive: თავად-აზნაურობა

    წმიდა ათონის მთა

    წმიდა ათონის მთა

    2018 წლის მაისის თვეში წმიდა ათონის მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მამა ეფრემის მოწვევით ვატოპედიის მონასტერს სტუმრობდნენ სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლი ბატონი დავით თარხან-მოურავი, გამგეობის თავმჯომარე მალხაზ ამაშუკელი და საქართველოს პარლამენტის ფრაქცია საქართველოს პატრიოტების თავმჯდომარე გიორგი ლომია.

    გაგრძელება

    გიორგობა კაცხის ეკლესიაში 2018 წლის 6 მაისი

    გიორგობა კაცხის ეკლესიაში 2018 წლის 6 მაისი

    2018 წლის 6 მაისს, გიორგობა დღეს სრულიად საქართველოს თავად-აზნაურობამ შესწირა კაცხის მაცხოვრის სახელობის ეკლესიას  საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლის ბატონ დავით თარხან-მოურავის მიერ დაწერილი მაცხოვრის ხატი.

    გაგრძელება

    ტრადიციული შეხვედრა ვაკის პარკში თავად-აზნაურთა დახვრეტის ადგილას

    ტრადიციული შეხვედრა ვაკის პარკში თავად-აზნაურთა დახვრეტის ადგილას

    2018 წლის 20 მაისს ვაკის პარკში გაიმართა საქართველოს თავად-აზნაურთა შეკრება იმ გმირების გასახსენებლად, რომლებიც 1923 წლის 20 მაისს ბოლშევიკებმა დახვრიტეს, რომლებიც ქართული სამხედრო ელიტის საუკეთესო წარმომადგენლები იყვნენ. პარაკლისი აღავლინეს მამა იაკობ აბაშიძემ და მამა ალექსანდრე ჩახვაშვილმა. წელს საბოლოოდ საქართველოს თავად-აზნაურობამ შეძლო მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ აღემართათ ჯვარი მათი დახვრეტის ადგილას და ეს ერთერთი წინ გადადგმული ნაბიჯია…

    გაგრძელება

    ვგმობთ!!!

    ჩვენ, საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს წევრები, დიდი გულისტკივილით (12-20 მაისის) მოვლენებს, „თეთრი“ თუ „წითელი“ ხმარუის მონაწილეთა აქციებს, ფაშისტთა ლოზუნგებს, კონტრაქციებს, უზნეო როკვას 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალთან, ახალგაზრდების დაპირისპირებას… ქართველი ერის უდიდესს ეროვნულ ტრიბუნასთან, იქ სადაც დახვრიტეს იუნკერები და ეროვნული გვარდიის წევრები, მარო მაყაშვილი, ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი 1921 წ. იქ სადაც აზვირთდა ეროვნული მოძრაობა 1989…

    გაგრძელება

    სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა მარშალ-წინამძღოლის არჩევნები

    სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა მარშალ-წინამძღოლის არჩევნები

    2017 წლის 23 დეკემბერს გაიმართა სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს საერთო კრება.   დღის წესრიგში იყო: 1) საკრებულოს დასახელების შეცვლა 2) საკრებულოს წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება. 3) მარშალ-წინამძღოლის, პირველი ვიცე-წინამძღოლის, ვიცე-წინამძღოლების და გამგეობის არჩევნები. კრებამ თავმჯდომარედ აირჩია მალხაზ ამაშუკელი. მდივნად ლევან ჩხეიძე. 1)   მალხაზ ამაშუკელმა შესთავაზა კრებას შეეცვალოს საკრებულოს სახელი და ეწოდოს: სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულო. კრებამ…

    გაგრძელება

    იღუმენია ქეთევანი

    იღუმენია ქეთევანი

    სრულიად საქართველოს თავად-აზნაურობამ ქვეყნისა და ერის წინაშე დიდი დამსახურებისათვის, დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ოქროს მედალი გადასცა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენიას ქეთევან(კოპალიანს).

    გაგრძელება

    საქართველოს თავადაზნაურობა, ტომი II

    საქართველოს თავადაზნაურობა, ტომი II

    საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს  მიერ გამოცემული დიდტანიანი უნიკალური კრებულის II ტომი ,,საქართველოს თავადაზნაურობა’’ მკითხველს ელის. წიგნი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II ს ეძღვნება და იხსნება მისი სააღდგომო ეპისტოლეთი. ისტორიულ-შემეცნებითი მხატვრული გამოცემა შეიცავს იშვიათ ფოტომასალას, ძეგლების და ფერწერის კოლაჟებს, დოკუმენტურ ქრონიკებს, საბუთებს სახელმწიფო და საოჯახო არქივებიდან  დიდი მეცნიერების ნაშრომებს და გვართა წარმომადგენლების ნარკვევებს ისტორიულ გვარებზე,…

    გაგრძელება

    საუკუნო ხსენება… 2014წ.  20 მაისს, 14.00 საათზე ვაკის პარკში (კვიპაროსების ხეივნის ზემოთ) საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულო აწყობს ტრადიციულ სამგლოვიარო მიტინგს, რომელიც ეძღვნება  საქართველოს გმირების, თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლის, გენერალ კონსტანტინე აფხაზის, გენერალ ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, გენერალ ვარდენ  წულუკიძის, პოლკოვნიკ გიორგი ხიმშიაშვილის, პორუჩიკ სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის, გიორგი მუსხელიშვილისა და თხუთმეტი  გულანთებული მამულიშვილის დახვრეტას (1923 წლის 20 მაისს). ამ წმინდა ადგილზე…

    გაგრძელება

    7 აპრილი, მეჯლისი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში

    7 აპრილი, მეჯლისი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში

    7  აპრილს, ხარებას, მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სასახლის (ყოფილი მეფის ნაცვლის სასახლეში) სარკეებიან დარბაზში საქართველოს  თავად-აზნაურთა საკრებულომ გამართა მეჯლისი, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ საპატიო სტუმრები, ახალგაზრდა თავად-აზნაურები, გაიმართა კონცერტი. საკრებულოს ვიცე-წინამძღოლმა  ქალბატონმა ია ბაგრატიონ- მუხრანელმა საპატიო სიგელები გადასცა მეჯლისის მონაწილეებს,  აღნიშნა, რომ ამ ტრადიციის აღდგენა მნიშვნელოვანია ახალგაზრდობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მეჯლისი ყოველწლიურად გაიმართება.

    გაგრძელება

    ნეკროლოგი, კოტე ჩოლოყაშვილი

    ნეკროლოგი, კოტე ჩოლოყაშვილი

    ხსოვნა გარდაიცვალა ბატონი კონსტანტინე (კოტე) ჩოლოყაშვილი–ღირსეული გვარის ღირსეული წარმომადგენელი. გარდაიცვალა საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მხცოვანი სპეციალისტი, პროფესორი, თბილისის საპატიო მოქალაქე. გარდაიცვალა ტრაგიკული ბედის პიროვნება, რომლის მამა კონსტანტინე- დახვრიტეს 1922წ და დედამ -ექიმმა ეკატერინე ჩერქეზიშვილმა შვილისათვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ჩვილი ბავშვი გადაიყვანა თავის გვარზე. გარდაიცვალა პიროვნება, რომლის ახალგაზრდობა და სტუდენტობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეპრესიების…

    გაგრძელება