გენეტიკური (დნმ) კვლევის ცენტრი

    2015 წელს საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოში შეიქმნა გენეტიკური კვლევის ცენტრი. ცენტრის შექმნის ძირითადი მიზანი იყო საქართველოში არსებული თავად-აზნაურთა  და უჩინო გვართა გენეტიკური წარმომავლობის დადგენა.  ჩვენს მიერ ჩატარებილი დნმ კვლევების შემდეგ  საქართველოს  თავად-აზნაურთა საკრებულო იძლევა კვლევის დამადასტურებელ მოწმობას რომელსაც თან ერთვის აშშ-ს ლაბორატორიის(familytreedna.com) სერთიფიკატი. ჩვენს მიერ გამოსაკვლევ პირთა აუთენტურობას ვამოწმებთ საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს მთავარ გენეალოგ, ქართული გენეალოგიური საზოგადოების თავმჯდომარე ბატონ იური ჩიქოვანთან.  ჩვენი შემდგომი გეგმებია უწმინდესის კურთხევით საპატრიარქოსთან ერთად მოვახდინოთ განსვენებულ საქართველოს  მეფეთა გენეტიკური კვლევა.