“ ჩვენს ვინაობას ჩვენს ცხოვრებაში უსათუოდ გზა უნდა მიეცეს და ამაზედ თავად აზნაურთა კრებამ თავისი ხმა უნდა ამოიღოს, ხმა კანონიერი, დინჯი, დარბაისელი და მშვიდობიანი…”
    ილია ჭავჭავაძე 1905წ.
    სამეცნიერო კონფერენცია

    “ბაგრატიონნი იცნობის“

    2007წ. 27 ივლისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო რეზიდენციაში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია “ბაგრატიონნი იცნობის” რომელიც მიეძღვნა ევროპაში უძველეს ბაგრატიონთა დინასტიას. კონფერენცია ერთობლივად ჩაატარეს საქართველოს საპატრიარქომ, ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულომ და მონარქისტულმა მოძრაობამ “სამეფო გვირგვინი”.
    საღამოს საპატრიარქოს მხრიდან ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი,უწმინდესი და უნეტარესი ილია II, თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის მთავარ ეპისკოპოსი თადეოზი (იორამიშვილი), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი, სხვა სასულიერო და საერო პირები. კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები. კონფერენცია მიეძღნა ქართველი ერის მიერ ისტორიულად განვლილი გზის გახსენებასა და გაცნობიერებას, ბაგრატოვანთა და თავად-აზნაურთა მნიშვნელობას ჩვენი ერის ისტორიაში და ამ საკითხის აქტიურ განხილვას დღევანდელობაში.
    საღამო გახსნა პროტოპრესვიტერმა გიორგი გამრეკელმა. მისასალმებელ სიტყვაში მამა გიორგიმ აღნიშნა: “ჩვენი ერი დღეს კვლავ გზის გასაყარზეა, კვლავ არჩევანის წინაშე დგას და თუ კი კარგად არ გავიზიარებთ განვლილ გზას, ჩვენი ქვეყნის წარსულსა და ვერ გავაცნობიერებთ დღევანდელობას სხვაგვარად წინსვლა არ გვექნება”. კონფერენციას უძღვნებოდა თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობის თავჯდომარე ია ბაგრატიონ-მუხრანელი.
    საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლმა, პროფესორმა კოტე ჩოლოყაშვილმა გაიხსენა თავისი პირველი შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან აფხაზეთში და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში ასეთი შეხვედრა კვლავაც შედგება.
    საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარემ ია ბაგრატიონ-მუხრანელმა ისაუბრა მუხრანელ ბაგრატიონთა ბედზე XX საუკუნეში. კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ს ლოცვა კურთხევით თავად-აზნაურთა საკრებულოს განზრახული აქვს ვაკის პარკში, ბოლშევიკების მიერ 1923წ. ჩვენი სახელოვანი 15 მამულიშვილის დახვრეტის ადგილზე, წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიის აგება, უკვე მზადაა პროექტიც, არსებობს შესაბამისი დადგენილებაც,მაგრამ საკითხის გადაწყვეტა ვერადავერ მოხერხდა თბილისის მერიაში. თავად-აზნაურთა საკრებულომ თხოვნით მიმართა კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს, შუამდგომლობა გაუწიოს მათ ქალაქის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხის გადაწყვეტაში.
    კონფერენციაზე წაიკითხეს მრავალი საინტერესო მოხსენება, მათ შორის აღსანიშნავია: აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პროფესორის, შალვა გაბესკირიას მოხსენება – “ბაგრატოვანთა სამეფო გვარის წარმომავლობისათვის”. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის მოხსენება – “ბაგრატიონთა უწყვეტი მეფობა საქართველოში”, თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორის, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის გოჩა გუგუშვილის მოხსენება: “წმინდა მეფე თამარის განღმრთობის საღვთისმეტყველო გააზრება”, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ნიკო ჯავახიშვილის მოხსენება -“კავკასიური სიმბოლიკა საქართველოს სამეფოს გერბზე” და სხვა. კონფერენციის მასალები კრებულის სახით გამოიცემა.
    მარიამ ბატონიშვილის მეექვსე თაობის წარმომადგენლებმა – ქეთევან, ნინო, ირაკლიმ და რევაზ ავალიშვილებმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საჩუქრად გადასცეს ოჯახის უდიდესი რელიქვია-მარიამ ბატონიშვილის სამკერდე ჯვარი. ჯვარი ქალბატონმა ქეთევან ავალიშვილმა გადასცა უწმინდესსა და უნეტარესს ილია II. მარიამ ბატონიშვილის ჯვარს ადგილი მიეჩინება ყოვლად წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მუზეუმის ექსპოზიციაში.
    კონფერენციის მონაწილეებს კათოლიკოს პატრიარქი მსუბუქი ვახშმით გაუმასპინძლდა. საღამო დაამშვენა პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა, რომელმაც წაიკითხა თავისი ლექსები სამშობლოზე; საღამოზე იგალობა საპატრიარქოს საკვირაო სკოლის ხელმძღვანელის ლია სალაყაიას მგალობელთა გუნდმა.
    ახალგაზრდა ჩოხოსანმა რიჩარდ ნიჟარაძემ უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს სთხოვა ლოცვა კურთხევა, რომ ყოვლად წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში თავად-აზნაურობას ნება დაერთოს, წარდგეს სამეფო ამალითა და დროშებით.
    შეხვედრის დასასრულს შეკრებილ საზოგადოებას მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა,უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ;
    “ბატონიშვილებო, ქალბატონებო და ბატონებო!
    დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე. ჩვენი შეკრება შედგა სვეტიცხოველში, სადაც ყველა მეფეს, დედოფალს, კათოლიკოს-პატრიარქს მუხლი მოუყრია, ულოცია საქართველოს მშვიდობისა და კეთილდრეობისათვის. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიზიარეთ ის, რომ მთელი ჩვენი წარსული, ჩვენი კულტურა, ჩვენი სულიერება ეფუძნებოდა ბაგრატიონთა გვარს, ბაგრატოვანნი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საქართველო გაბრწყინებულიყო, ეს არ არის უბრალო საქმე, ბაგრატიონთა წარმომადგენლები იყვნენ ერის სათავეში სულიერადაც. თქვენ ბრძანებთ ქალბატონო ია, რომ ბაგრატიონთა გვარი ტრაგიკული გვარია. პირველობა საერთოდ ტრაგიკულია. ვინც არის პირველი, ის ხდება სამიზნე, მაგრამ მაინც ბედნიერია ბაგრატოვანთა გვარი და მე ვფიქრობ, რომ ლოცვა კურთხევა დავითისა და სოლომონისა დღემდე მოსდგამს თქვენს გვარს. ბაგრატიონთა გვარი იყო და არის კლდე, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი წარსული და რომელსაც უნდა დაეყრდნოს ჩვენი მომავალი. თქვენ იცით, მაცხოვარმა პეტრეს უწოდა კლდე და ამიტომ მე მინდა სწორედ პეტრე მოციქულის ვერცხლის ხატი მოგართვათ.
    რაც შეეხება მომავალს, მომავალი ღვთის ხელშია და მე იმედი მაქვს, რომ ბაგრატიონთა გვარი კვლავ იმეფებს საქართველოში. დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო. მინდა დავლოცო და მადლობა მოვახსენოიმ ოჯახს, რომელმაც გადმოგვცა მარიამ ბატონიშვილის ეს ძვირფასი ჯვარი”

    2007წ. საპატრიარქოს უწყებანი.

    000

    000მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა…

    ბაგრატიონებმა უკვე ანტიკურ და ადრეფეოდალურ ხანაში სახელი მოიხვეჭეს, როგორც ბრძენმა პოლიტიკოსებმა, მხედარმთავრებმა, მართლმადიდებლობის დამცველებმა, მეცნიერებმა, პოეტებმა, წმინდანებმა…
    “არა მოაკლდეს მთავრობა შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქვეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე…” ასე მიმართავს გრიგოლ ხანძთელი აშოტ კურაპალატს – დიდ სტრატეგს, შორსმჭვრეტელ დიპლომატს, პირველ წმინდანს ამ სახელოვანი გვარიდან.
    “მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა…” იდგნენ ბაგრატიონები ქვეყნის, რწმენის, ქართველობის დასაცავად “ნიკოფსიიდან დარუბანდამდე”.
    ბაგრატიონთა ფენომენი დღესაც არ არის ჯეროვნად შესწავლილი. ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად – აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს, მოძრაობა “სამეფო გვირგვინის”-ს, ნიკო ბაგრატიონის კავშირის წევრებს მიგვაჩნია, რომ ბაგრატიონთა დინასტიის აღზევება საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის სახით მხოლოდ კარგს მოუტანს ქვეყანას, ერსა და ბერს.
    ქართული მონარქიზმის თავისებურებანია- რწმენის სიმტკიცე, თავგანწირვა, ეროვნული და სახელმწიფოებრივი კონცეფციის შედუღაბება ეროვნულ იდეოლოგიასთან. ამიტომ ამკვიდრებდა გრიგოლ ხანძთელი ფრიად მნიშვნელოვან აზრს:
    “ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების… მის მიერ იყო ბეჭედდასმული ბაგრატოვანთა “უფლის მიერ შვილად ცნობა”. რაც მათი რჩეულობისა და თავგანწირვის გვაროვნულ ნიშნებს ახასიათებდა. ბაგრატიონების ხუროთმოძღვრების ჰიმნოგრაფიის განმტკიცების საქმეში ბევრი რამ დაიწერა. 1990 წლიდან ქართული მონარქიზმის საკითხებს ჩვენ მივუძღვენით რამდენიმე სამეცნიერო კონფერენცია, შეხვედრა-სესია. ჩვენი წევრები ცნობილი მეცნიერები, მღვდელთმთავრები და ახალგაზრდობა მონარქიის პრიორიტეტებს ამტკიცებდნენ, ვფიქრობ მომავალი მეფე გაეერთიანებს ქვეყანას, შეკრავს ერს, ქართულ ტრადიციებს და ღირსებას აღადგენს.

    კოტე ჩოლოყაშვილი, საქართველოს ისტორიულ
    საგვარეულოთა შთამომავლების,
    თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს
    წინამძღოლი.

    bagrationmuxraneli

    ”მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად… “

    საქართველოში ჩვენი წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნეებში მართლმადიდებლობა და მონარქია შედუღაბდა ქართველთა სულიერ მრწამსთან, რაც გენიალურად გამოვლინდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ხუროთმოძღვრებაში, ხატწერაში, ილია მართლის უკვდავ თქმაში: “მამული, ენა, სარწნუნოება…”
    სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს, “სამეფო გვირგვინი”-ს წევრები, ნიკო ბაგრატიონის სახელობის გიმნაზია-ლიცეუმის პედაგოგები, ლიცეანტები ქვეყნისა მორწმუნე მრევლთან ერთად ვიზიარებთ ღირსი მამა თეოდორე სტუდიელის აზრს ორი უმაღლესი ნიჭის – მღვდლობისა და მეფობის ღვთაებრივ შერწყმაზე, რომელთა მეშვეობით “მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად”.
    მხოლოდ ამ ურღვევი სულიერი კავშირის გამო იყო უძლეველი საქართველო. შემთხვევითი როდია, რომ მტერი ყოველთვის თანაბრად ებრძოდა მეფობას, მღვდლობას, მართლმადიდებლობას, რომელიც აძლიერებდა და კრავდა ერს, ანგრევდა, ანადგურებდა ტაძრებს, სპობდა, იპარავდა სიწმინდეებს, ხატებს, სულიერ საგანძურს.
    უდიდესია სამეფო დინასტიის ყველა წარმომადგენლის, თავად-აზნაურობის,სამღვდელოების,მთელი ერის ღვაწლი სამონასტრო-საეკლესიო მშენებლობასთან ერთად უნიკალური ხატების შექმნაში, სიწმინდეების დაცვაში.
    1801 წლიდან რუსეთის იმპერიამ ერთ-ერთი უძველესი სამეფო დინასტიის განადგურება, მართლმადიდებლური კერების მოსპობა დაიწყო, მონასტრების, ეკლესიების, წიგნსაცავების, რომლებიც ინახავდნენ საქართველოს განძს, სულიერებას, ფოლიანტებს, წმინდანთა ნაწილებს,სასწაულმოქმედ ჯვრებს, ხატებს, ფრესკებს…
    ნიშანდობლივია, რომ პირველ რიგში განადგურდა სამეფო ინსიგნიები, ნივთები, რომლებსაც საკრალური მნიშვნელობა ჰქონდათ-ტახტი, კვერთხი, გვირგვინი…
    მეფე გააერთიანებს სრულიად საქართველოს,შეკრებს დაკარგულ ისტორიულ პროვინციებს, გააძლიერებს ქვეყანას, რომელიც ყოველთვის კავკასიის ღერძს წარმოადგენდა. მონარქს, რომელიც ერის სინდისის,გენეტიკური კოდის, ტრადიციის, მართლმადიდებლობის გვირგვინი ექნება, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს –პატრიარქს ილია II, სამღვდელოებას, სიწმინდეების ღვთაებრივი ძალის გამოყენებით, ძალუძთ აღადგინონ ჩვენს სამშობლოში კავშირი ღვთიურისა და ადამიანურის – ბაგრატოვანთა უძველესი დინასტია.
    მომავალი მეფე – ერის ისტორიული და გენეტიკური კავშირის გამომხატველი წარსულისა და მომავლის დამაკავშირებელი, მთლიანობის და სტაბილურობის, ზნეობის და სიმტკიცის გარანტი იქნება. ჩვენი სახელოვანი წინაპრების დარად, მეფე, ერი და ბერი რწმენით, სასოებით, იმედით ღრმად გაითავისებენ ძველ ჭეშმარიტებას: “გვირგვინში შერწყმულია ქვეყნის დიდება და პირადული გმირობა, კვერთხში – ქვეყნის სიმშვიდე და მეფის ურვა, პორფირში – ერის ზღუდე და მეფის ლაშქარი, სამეფო რეგალიებში – ერის ნუგეში და მეფის ტვირთი…”

    ია ბაგრატიონ-მუხრანელი, სრულიად საქართველოს
    საგვარეულოთა შთამომავლების,
    თავად აზნაურთა და მათ თანამდგომთა
    საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე,
    “სამეფო გვირგვინი”-ს მეურვე.

    საოჯახო და სახელმწიფო არქივებიდან

    1907 года февраля 16 дня. Тифлись.

    Собрание Предводителей и Депутатовь Дворянства Тифлисской губернии въ следуюшемъ составе:
    Председтель Губернский Предводитель Дворянства
    князъ Г.А. Багратионь – Давидовь
    Уездные Предводители ДворянстваТифлисский – кН. Н.И.Туманов
    Телавский – кН. М.З. Чавчавадзе
    Душетский – кн. З. ЭристовьПри Секретаре Дворянства имели суждение по вопросу о ходатайстве распорядительного комитета общества дворянь Тифлисской губернии и для содействия нуждающимся в обучении перед Губернскимь Собраниемь о выдаче в виде аванса в счест сметы на 1907г. 30 тысяч руб. на нужды Грузинской Дворянской Гимназии и взаимообразно 20 тысячь рублей на строющееся здание этой гимназии и по обмъне мнениями постановило в виду отстуствия свободных денежныхь суммь на этоть предметь отказать, но вслъдствие острой нужды переживаемой дворянской гимназией ходатайствовать передъ Губернискимъ Собраниемь разрешить Собранию предводителей и Депутатовъ Дворянства просить Правление Банка авансировать Дворянской гимназии из прибилей 1906 года по 5 тысячь рублей в месяць.

    მის ბრწყინვალებას ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლს.

    4 მკათათვეს 1913წ.
    ქ. ტფილისი

    როგორც მოგეხსენებად, მოსკოვში გარდაიცვალა ქართველ მეფეთა ჩამომავალი, ოლგა ილიას ასული გრუზინსკისა, რომელთანაც დარჩა დიდძალი ჩვენი ისტორიისთვის ფრიად მნიშვნელოვანი, საინტერესო ნივთები და წერილობითი მასალები. უეჭველია, ეს ნივთები და მასალები, მემკვიდრეობის ძალით, მისი ახლო ნათესავის თავად გრუზინსკის დარჩებათ დიდათ სამწუხარო იქნება, რომ ყოველივე ეს ჩვენს ისტორიასა და ერს დაეკარგოს. ამ საგანზე მსჯელობა იქონია საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭომ და დაადგინა: ეთხოვოს თქვენს ბრწყინვალებას, როგორც ქართველი თავადაზნაურობის წარმომადგენელს, წერილობით მიმართოთ ოლგა ილიას ასულ გრუზინსკის მემემკვიდრეებს, თავად გრუზინსკებს ნუ დაუკარგავენ იმ ძვირფას ეროვნულ განძს და მასალას ჩვენს საზოგადოებას, შემოსწირონ ქართულ მუზეუმს.

    საზოგადოების თავმჯდომარე – ე. თაყაიშვილი.

    С М Ъ Т А

    доходовъ и расходовъ Тифлисской губернიი на 1913г.

    ПРИХОДЪ

    Осталось от 1912г. …………………………….…………… 2.167_35
    ВЫСОЧАЙШЕ пожалованный на
    воспитанიе и образованიе юношества дворянства за1913г. …….……..20.000_00
    Изъ прибылей Тифлисского Дворянского земельного банка за 1912 операцიонный годъ:
    а) Общеполезный капиталъ ………………………………………….. 174.339-56
    (108919-91)
    б) экстраординарный капиталь ……………………………………….. 24.905-08
    в ) Сельскохозяйственный капиталь ………………………………. 49.810-16
    31.128-55 249.050-80
    Процентность по текущимъ счетамъ ………………………… 900-00
    Вь счетъ недоимокъ
    Винности …………………………………………………………… 400-00

    Доходы съ именй дворянства:

    1. Караванъ- Сарая:
    Плата за помъщенიе ………………………………………………….. 61.000-00
    59.000-00
    Недоимки по найму помъщенიй ………………………………………. 3.000-00
    2.000-00
    Случайные поступленიя ……………………………………………….. 200-00
    300-00
    Съ дома. Занимаемаго Т. Д. З. банкомъ ……………………………… 5.200-00
    5.200-00
    ————————————————————————————–
    69.400-00
    2. Электрической станци:
    За элекрическую энергიю, прокатъ счетчиковъ и за проводку ………… 51.000-00
    60.000-00 392.918-15

    РАСХОДЪ
    I.

    1. 10 % отчисленიе въ Запасный капиталъ изъ прибылей банка за 1912г. съ обращенიемъ его на нужды предстоящего займапопрიобрътенიю акцიй Ках.жел.дороги …… 24.905-00
    (Основанიе: постоновленიе Губернского Собранიя отъ 12 мая 1903г)

    I I.

    1. Обществу дворянъ для содъйствიя нуждающимся въ обученიи …………… 85.000-00
    2. На стипендიи дворянства
    На стипендიи …………………………………. 3.00
    На пособიия …………………………………… 2.400
    —————————————————————————————————-
    5.700-00
    3. На пособიя учащимся въ среднихъ учебныхъ заведеннიяхъ ……………. 3.000-00
    4. Цинамзгварიанской сельско-хозяйственной школъ ………………………… 5.000-00
    5. Тиффлискому Женскому Заведенიю Св. Нины для
    окозанიя пособიя учащимся ………………………………………………… 1.000-00
    6.Телавскому Женскому Заведенიю Св. Нины для того же …………….. 1.000-00
    7.Горიйской Анастасიйской Женской Гიмназიи …………………………… 1.000-00
    8.Горიйской Мужской Гимназიи ……………………………………………… 2.500-00
    9. Сигнахской Марიинской женской школъ ………………………………… 1.000-00
    10. Телавской Мужской Прогимназიи ………………………………………… 2500-00
    11. Обществу Ганатлеба ………………………………………………………. 1.000-00
    12. Школъ Кройья и шитья …………………………………………………. 600-00
    13. Мсхетской женской школы …………………………………………….. 400-00
    ——————————————————————————————–
    ;      ;                                                                    ;                         19.000-00

    III

    4. Грузинскому Драматическому Обществу субсიдიя
    освъщенიем и отопленიемъ театра …………………………………… 6.000-00
    5. Грузинскому Обществу Исторიи и Этнографიи …………………….. 5.000-00
    6. Обществу изящной литературы ………………………….. 800-00
    7. Филармоническому Обществу ……………………………………… 1000-008. Оществу распространенიя грамотности среди грузинскаго населенიя:
    а ) на содержанიе музея 200 р.
    И на наемъ помъщенიя для книжнаго иагазина 1000руб. ……………… 3.000-00
    б ) на откытიе школъ ……………………………………………………….. 2.000-00
    ——————————————————————————————
    5.000-00
    9. Комитету по сооруженიю Грузинскаго музея ………………………. 5.000-00
    10. Разнымъ просвътительнымъ, культурнымъ
    и благотворительнымъ учрежденიям ………………………………… 4.000-00

    ისტორიული გადაწყვეტილება

       1917 წლის 29 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა თავადაზნაურთა საგანგებო კრება, რომელიც მიეძღვნა თავად-აზნაურთა საკრებულოს უძრავ-მოძრავი ქონების ბედს. კრებამ მოისმინა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლის, გენერალ კოტე აფხაზის სიტყვა, დაეთანხმა მოხსენების დედა-აზრს, რომ ქართველი თავადაზნაურობა გამოუყოფელი ნაწილია ქართველი ერისა და მისი ქონება ეკუთვნის მთელ ერს.
    საგანგებო კრებას ესწრებოდა დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი დავით ნიჟარაძე და ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე.

    ქათველი თავადაზნაურობა ემსახურებოდა თავის ერს…

    ქართლ-კახეთის თავად-აზნაურობის საგუბერნიო საგანგებო კრებამ გაითვალისწინა ის გზა თვისის მომავალ მოქმედებისა-საზოგადო მსახურების სფეროში, – რომლითაც იგი უნდა ვიდოდეს, – შეუსაბამა ეს გზა საერთო პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც დამყარდა რუსეთში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ და დაასკვნა:
    ქართული თავად-აზნაურობა ყოველთვის იღწვოდა და ემსახურებოდა მხოლოდ და მარტოოდენ მთელის ქართველი ერის საერთო კულტურულ და ეკონომიკურ საჭიროებათ და მოთხოვნილებათ.
    Aახლა კი, – პოლიტიკურ წესწყობილების შეცვლის შემდეგ, სახელმწიფოში აწ დამყარებულ თავისუფლების წიაღში, – თავად-აზნაურობას ეძლევა საშუალება გადალახოს წოდებრივი ზღუდენი და გაერთიანდეს მთელ ერთან, რომლის განუკვეთელ ნაწილს იგი შეადგენს.
    ქართველ თავად-აზნაურობას სრულიად შეგნებული აქვს ის დიდი საქმენი და მოწოდება, რომელნიც წინ უძევს ქართველ ერს და შეურყეველის რწმენით არის განმსჭვალული, რომ მხოლოდ ერის ყველა ელემენტები შეერთებას და დემოკრეტიულ ცენტრებთან შემოკრებას შეუძლიან დაამყაროს საქართველოში ის პოლიტიკური წყობა, რომლიც შეესაბამება მის ისტორიულ უფლებათ და უკვე მომწიფებულ რეალურ ინტერესებს. Aამ რწმენით აღტკინებული
    თავად-აზნაურთა კრება ადგენს:
    1. ყველა უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელიც შეადგენს თფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კუთვნილებას – როგორც წოდებრივი ორგანიზაციის და აგრეთვე ყველა მისსივე ქონებრივ უფლებათ და ვალდებულებათ, როგორც იმავე წოდებრივ ორგანიზაციისას – თავად-აზნაურობა აღიარებს მთელის ქართველი ერის ავლადიდებად და გადასცემს საკუთრებად საქართველოს თვით მმართველობის საჯარო უფლებრივ ორგანოს, როდესაც იგი დამყარდება.
    2. მანმადე კი, ვიდრე ეს საქართველოს თვითმმართველობის საჯარო – უფლებრივ ორგანო დამყარდებოდეს, – პირველ მუხლში აღნიშნულ ქონებას და უფლებების მოსავლელად და გასაძღოლად უნდა დაარსდეს საბჭო და გამგეობა, რომელნიც თფილისში იმყოფებიან.
    საბჭო შესდგება: ა) საქართველოს ყველა ქალაქების საბჭოების წარმომადგენელთგან. Bბ) საქართველოს საგუბერნიო, საოლქო და სამაზრო საერობო კრებულის წარმომადგენელთაგან, როდესაც ეს კრებები დაწესდება;
    გ) ყველა ქართულ კულტურულ-განმანათლებელ საზოგადოებათა წარმომადგენელთგან; დ) იმ საკრედიტო დაწესებულებათა წარმომადგენელთა, რომელთანაც დაკავშირებულია გადასაცემი ქონების ინტერესები;
    ე) საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ პარტიების ან მათ ქართულ სექციების წარმომადგენლთაგან…
    ———————————————————————————————-
    1917 წლის 19 ნოემბერს 1 საათსა და 15 წუთზე თბილისის სახელმწიფო თეატრის შენობაში გაიხსნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა. ყრილობას ესწრებოდა 320 ზე მეტი დელეგატი საქართველოს ყველა კუთხიდან, პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
    Yყრილობა გახსნა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარემ აკაკი ჩხენკელმა. I ეროვნულ ყრილობაზე მონაწილეობისათვის
    თავად-აზნაურთა საერთო კრების მიერ არჩეულნი იყვნენ:
    1. კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი- თბილისის გუბერნიის
    თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი; გენერალი.
    2. დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი – თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი;
    3. მიხეილ ალექსანდრეს ძე სუმბათაშვილი ბორჩალოს მაზრის წინამძღოლი;
    4. მიხეილ ვასილის ძე მაჩაბელი;
    5. ივანე დიმიტრის ძე აფხაზი;
    6. დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილი;
    7. კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი;
    8. ვასილ ილიას ძე რცხილაძე;
    9. ვარლამ ჯანასლარის ძე ჩერქეზიშვილი;
    10. მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი;
    11. გენერალი გიორგი ალექსანდრეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანი;
    12. დავით ოტიას ძე ნიჟარაძე – დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლი.

    26 მაისის საძირკველი

    “ 1917 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძის დის წულმა კოტე აფხაზმა ეროვნულ საბჭოს გადასცა ილიას ბანკის შენაძენი ქონება 26 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულებისა (ე.ი. 8 მილიარდი ფრანკის) და ის დაედვა საფუძვლად ჩვენს დამოუკიდებლობას”.

    რევაზ გაბაშვილი “დაბრუნება” ტ.III.გვ 22.

    “განა ჩვენი ღირსების ყველაზე მეტყველი “სიგელი” არ არის,რომ კოტე აფხაზი ქართველ თავად აზნაურთა მთელ ქონებას, მთელ მის ნივთს და კულტურულ განძეულობას მკვდრეთით აღმდგარ სამშობლოს და მის მთავრობას გადასცემს და 26 მაისის საძირკვლად დადებს”,

    თამარ პაპავა “გაბნეული საფლავები” თბ.1990წ.

    გრიგოლ რობაქიძე:

    ისტორიული წამები

    “ძნელია გადმოცემა: ქართველი ძლიერია უფსკრულის პირას მიყენებული, მანმადე იგი თითქოს სუსტია და მოღალული ხელის მოქნევა იჭვნარევი აქვს და ნება ძალზე მინელებული, ხოლო, როცა პირღია უფსკრულს მიადგება, საცა მხოლოდ საშინელი გადაჩეხაა მოსალოდნელი, მაშინ იგი, ვით შმაგი ვეფხი საფრთხეს წინაშე, იკუმშვება სასტიკი ძალ-მოკრებით და ტეხი ძლევა-მოსილებით აელვარებს მახვილს. ამას მოწმობს მრავალი ქარ-ტეხილი საქართველოს ისტორიისა, ამას აცხადებს მრავალი ფაქტი საქართველოს სიცოცხლისა, დაჭრილი ქართველი დაჭრილი ვეფხის ნახტომით თვითნებობს. ასეთია ჩვენი ეროვნული ტემპერამენტი.
    ეს საოცარი თვისება ამ ისტორიულ დღეებშიაც მარჯვეთ გამოვიჩინეთ. მსოფლიოს მოედვა ომის ცეცხლი, სამყარო იწვის. მიწის პლანეტა ქაოსის ფრთებით უფსკრულისაკენ მიექანება. რუსეთი წაიღო რევოლუციის ქარიშხალმა. ირღვევა საუკუნებით ნაჭედი, იმსხვრევა ყოველი, შემოქმედება გაიყინა, აპოკალიფსის “მცხრალი ცხენის” ლანდი თარეშობს ყველგან, ყოვლის მხრით უფსკრულია გათხრილი და აი ამ “განკითხვის ჟამს”, როცა საქართველოსაც დაუდგა ბედისწერითი საშინელებით კითხვა
    “ყოფნა-არყოფნისა”, იგი იჩენს ნამდვილ ვაჟურს ძლიერებას; აჩქარებული ქართველი სიდინჯით იმართება; იმპულსური ქართველი ფიქრით იჭედება; მოღლილი ქართველი ნების ფოლადს ამახვილებს. ეს მოხდა საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე. ამ ყრილობით დაიწყო ჩვენი ახალი უღელ-ტეხილი.
    ეს ყრილობა “ისტორიულია” უაღრესად.
    ჯერ თვითონ “გარე-სახე”Qყრილობის, მრავალს ქართველს ერთგვარი შიში მოიცავდა, “პროვინციალი”არ გამოსულიყო ყრილობა. არის რაღაც საცნაური “პროვინციალისა”და “სატახტოში. ეს არ არის უბრალო დაპირისპირება არც გეოგრაფიული და არც ადმინისტრაციული, ამ დაპირისპირებაში უფრო ღრმა შინაარსია და ფართოდ ნაგულისხმევი: სიცოცხლე თავის-თავადური, თავისუფალი (“სატახტო”) და სიცოცხლე ფუნქციონალი, დამოუკიდებელი (“პროვინციალი”).საბედნიეროდ ქართველთა ყრილობაზე ასეთი შიში არ გამართლდა პირიქით: ყრილობა უთუოდ ატარებდა “სატახტო” სტილს. აკაკი ჩხენკელის შესავალ სიტყვათაგან, ნოე ჟორდანიას უკანასკნელ სიტყვამდე, აქ იყო ერის ხელმწიფებითითავის-თავადობა, აქ იყო პოლიტიკური გამოცდილება, აქ იყო ზომა-შერჩეული დიდი ისტორიული პათოისი. ყოველი ეს “გარე-სახეა” თითქო, მაგრამ თუ ღრმად შევიცნობთ მას, მის გარეგან სამოსელში მეტად გულისხმიერ “შინა-სახეს” დავინახავთ და დავინახეთ კიდეც ასეთი სახე. ყრილობა დაირაზმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ზოლებით, ხოლო მიუხედავად ამისა, საოცარი ის იყო, რომ მთელი ყრილობა ერთს გარს რაზმს წარმოადგენდა. აღარსად ჩანდა ჩვეული ჯგუფური დაყოფა, აღარსად ისმოდა საშინელი “შენ – ჩემობა”, აღარ იყო: შური, ღვარძლი, უნდობლობა, გაუტანლობა. ამ ყრილობაზე მოისპო საქართველოს ისტორიის პირვანდელი ცოდვა: არწამება მთელისა და ნაწილთა შორის ერთი მეორის მანადგურებელი განხეთქილება. აქ ვიგრძენით პირველად ნამდვილი ეროვნული ქმედითი ეროსი. სიყვარული არა რაღაც განყენებულისა, არამედ ჭეშმარიტი ცოცხალი არსისა. ყრილობამ ამხილა შეუცნობელი სიყვარული საქართველოსადმი, რომელიც თურმე მოყუჟებულ ცეცხლსავით ყოფილა მიმალული ჩვენში. საქართველო აღიმართა როგორც დიდი მთელი; იგი დადგა ყოველის განსაზღვრულების მაღლა; იგი გამოცხადდა როგორც დაუშრეტელი უზენაესი არსი, სად იყო პოლიტიკური “დოღმა”? სად გაქრა პარტიული “პროგრამა”? საით გაფრინდა ვიწრო ჯგუფური “ლოზუნგი”?! ამ ყრილობაზე ჩვენ შევიცნეთ უკანასკნელ წვეთამდე, რომ საქართველო უფრო დიდი ყოფილა, ვიდრე რორმელიმე “დოღმა”, “პროგრამა”, “ლოზუნგი”, განა უზენაესი, მთელი, დიადი სოციალური სხეული-რომელიმე ფარგალში დაეტევა?! საქართველომ გაარღვია ყოველი რკალი ჩვენ მიერ შექმნილი და თვითონ გაიშალა უხილავი ერთს უსაზღვრო მზეოსან რკალად. საქართველო – არა როგორც ემპირიული ფენომენი, არამედ როგორც მეტაფიზიკური მყოფადი; საქართველო ყოფილი, არსებული, საყოფელი. ამ რკალმა მოგვიცვა უნებლიეთ ყრილობის მონაწილენი და მე-დაკარგულები, ნეტარებით ვიძირებოდით მის თბილ ნირვანაში. განვიცადეთ საქართველო მთელი მისი ისტორიული სხეულით, როგორც ფშანები განიცდიან ფესვებს ათასი წლის მუხისას. აენთო ქმედითი ეროსი ჩვენი და ვიგრძენით მთელი ქართველობა ვით ეროვნული ტანი მრავალ საუკუნეთა შორის ხორციელებული. ჩვენში აღიმართნენ წინაპარნი ჩვენნი კეთილშობილი რაინდები მრისხანე მახვილებით და მზით-მოსილი შემოქმედნი გენიალური პროფილებით. გარდაილახა ყოველი ზღუდე, დაიმსხვრა ყოველი ზღვარი, “მე”, “შენ”, ახლანდელი ჟამი და წარსული, დაემხო ჩვენი უცნაური ეროვნული აპერცეპცია: “საქართველო-ეს მე ვარ”. მის მაგიერ ჩაისახა სხვა შემეცნება, უფრო სწორი და მართებული: “ჯერ საქართველო-და მერე მე.
    “……ერი, რომელიც ჰქმნის ასეთს ერთსულოვან ყრილობას,ერი, რომელიც აცხადებს ასეთს სახელმწიფო შეგნებას, “თავის- თავადურ ნებას”- ის ერი “თავის უფალი” თვისგნით და მაშასადამე იმთავითვე თავისუფალია; იგი ასეთ ჟამს მხოლოდ უხეშ მონობას იცილებს თავითდან. საქართველოს ისტორიაში ახალი უღელტეხილი აღიმართა მზეოსანი; ქართველმა იხილა ყოფილი საქართველო. ამიერიდან საქართველოს არა უშავს.მრავალი ქართველი,მომსწრე ამ ისტორიულის წუთების, იტყვის უთუოდ:
    “აწ განუტევე მონა შენი”.
    (გაზ. “საქართველო”, 1917წ. 25 გიორგობისთვე)

    საქართველოს თავადაზნაურობა შეურიგებელი მტერი იყო რუსეთის ძალმომრეობისა…

    გენერალი
    კოტე აფხაზი:

    “მე წარმოვდექი თქვენს წინაშე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის დავალებით რათა გაუწყოთ თავადაზნაურთა ყრილობის დადგენილება ღვინობის თვის 29 დღისა. ამ დღეს გადაწყდა, რომ მთელი
    თავად-აზნაურობის ქონების ღირსეულ მემკვიდრედ გამოცხადებულ იქნას ქართველი ერი. ეს ქონება არ იყო მამა-პაპის მიერ შთამომავლობით დატოვებული არამედ იყო თავად-აზნაურობის მიერ შენაძენი ამ ორმოცდაათის წლის განმავლობაში. თავად-აზნაურობას დიდი წარსული აქვს სამხედრო ასპარეზზედ, ამას გარდა სამოქალაქო ასპარეზზედაც მრავალი შესანიშნავი პირი მოგვცა ამ წოდებამ”. (ტაში)

    თავადაზნაურობა შეურიგებელი მტერი იყო რუსეთის ძალმომრეობისა. მთიულეთის, კახეთის და იმერეთის ამბოხებებში თავად-აზნაურობამ მიიღო მეთაურობა და ხელმძღვანელობა, მაგრამ ამ ამბოხებებმა ჩვენი უნუგეშო მდგომარეობა ვერ იხსნა რუსეთის კლანჭებისაგან, რუსეთმა საქართველოს ტერიტორია ერთნაირ საშუალოდ გაიხადა ჩვენში თავისი დაპყრობითი პოლიტიკისთვის, ქართველი ერი, ერთადერთი ერი იყო, რომელსაც შეეძლო წარსული მოეგონებია და რუსეთის დამპყრობითი გეგმები დაეშალა. ამ გარემოებამ რუსეთის წრეებში შიში დაჰბადა, რაც ქართველთა შევიწროებაში გამოიხატა.ყველა ამათ მოჰყვა რუსეთის ადმინისტრაციის გაძლიერება ჩვენში, რასაც დაერთო უცხოელთა კოლონიზაცია და უცხო კაპიტალის შემოჭრაც, ამან კი ქართველი ერის დაბეჩავება და დაუძლურება გამოიწვია. ქართველობა თანდათან იდევნებოდა, ქართული სული თანდათან ქრებოდა, ქართველმა თავად-აზნაურობამ ხელი მიჰყო კოლექტიური ქონების შეძენას და მოკლე ხანში პატრონი გახდა ამ ქონებისა, რომელიც მან დღეს ქართველ ერს უანდერძა.
    სათავადაზნაურო ბანკი 1874 წელს დიმიტრი ყიფიანის მუყაითობით დაარსდა. ბანკის წესდებაში აღიარებული იყო, მისი მოგების ნახევარი მოხმარდეს მიწის მუშას. ბანკმა დიდი შემოსავალი მისცა თავადაზნაურობას, დღეს ბანკი წლიურად 300.000 მანეთი წმინდა შემოსავალს იძლევა. ამ მოგებით იკვებება 30 – თი ქართული კულტურული დაწესებულება.
    კახეთის რკინიგზა, ამ გზას დიდი ხნის ისტორია აქვს, თავადაზნაურობას დიდი შრომა დასჭირდა ამ საქმის კეთილად დასაგვირგვინებლად. 1915 წელს ამ გზაზე მატარებელმა დაიწყო მუშაობა, ამ გზამ დიდი სამსახური გაუწია კახეთის მცხოვრებლებს, ავღნიშნავ მხოლოდ, ეს რკინიგზა, რომ არ ყოფილიყო, კახეთის მცხოვრებლები ამ ომის დროს შიმშილით დაიხოცებოდნენ, ამ რკინიგზის ღირებულება 18 მილიონ მანეთს შეადგენს. თავადაზნაურობის შენობა, სასახლის ქუჩაზე, რომლის შემოსავალი წლიურად 120.000 მანეთს იძლევა!
    თავადაზნაურობას აქვს ელექტრონის სადგური, რაც წლიურად იძლევა 100.000 მანეთს წმინდა შემოსავალს
    ქართული გიმნაზია, რომლის შენობის ღირებულება ორ მილლიონ მანეთს აღემატება.

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
    კირიონ II –ს გუჯარი.

    (გუჯარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II – ე პირველ ეროვნულ ყრილობაზე წაიკითხა დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ. ერის სულიერი მამის მიმართვა ყრილობამ ფეხზე ადგომით მოისმინა).
    “მშვიდობა თქვენდა და კურთხევა რჩეულნო ივერიისანო! ასულნო და ძენო აწწარტყვევნილისა და ძალამიხდილისა მხცოვანისა საქართველოისანო! შემოკრბით ჩემდა მამამთავრისასა თქვენისასა და ყური მიეპყართ სიტყვასა ჩემთა.
    Oოდეს ერი ქართველთაი გარემოიცვა შურმან, მტრობამან და ურთიერთას გაუგებრობამან, ოდეს იგი დაადგა გზასა დანაწილებისა და წვლილებისასა-შესუსტდა შემოქმედებითი ნიჭი მისი, შეირყა სიმხნევე სულისა მისისა, დაეცა სახელმწიფოებრივი ძალი მისი და მან, ლაღმან ქედმაღალმან მუხლი მოიდრიკა წინაშე უცხოსა თესლისა, რომელმაც, თქმულებისამებრ წერილისა “ძენი თქვენნი წარიყვანა და ცხენთა ზედა აღახსნა, ასულნი თქვენნი აღიხენა და მზარეულ ქმნა, აგარაკანი თქვენნი და ვენახნი, ზეთის ხილნი თქვენნი და ღვინო განგიათეულნა და გყო თქვენ მისდა მონად”.რაოდენგზის ინება დედა მშობელმან “შეკრება თქვენნი, ვითარ სახე შეიკრიბოს მფრინველმან მართვენი თვისნი ქვეშე ფრთეთა თვისთა, გარნა არა ინებეთ ესე” (მათე). Dდა არცა “უფალმან” თქვენმან ნებაგცა ამისი.
    და დღეს, ოდეს ვხედავ კრებულსა რჩეულთასა დიდ საწადელსა წინასწარმეტყველურ ვღაღადებ: “აჰა, ესერა რაიმე კეთილ ანუ რაიმე მშვენიერ, არამედ დამკვიდრება? ძმათა? ერთად”.
    ხელთა შინა თქვენთა არს მომავალი ერისა ჩვენისა, თქვენ ხართ სასო და ხელისამპყრობელ მისი.
    ღელავს და მძვინვარებს ზღვა ჩრდილოისა, სანაპიროსა თვისთაგან გადმოხეთქილი და წარღვნასა ექადის მრავალტანჯულსა ჩვენსა მხარესა და თქვენ, რჩეულნო ივერიისანო, თქვენ უნდა იხსნათ სამშობლო განსაცდელისაგან, თქვენ უნდა განუსვენოთ მას, მიიყვანოთ ნავთსაყუდელსა მყუდროსა და დაამყაროთ მასში ძმობა, მშვიდობა, წესიერება და ბედნიერება. თქვენი ერთობა, ერთსულოვნება და დღის ვარამის განმსჭვრეტელობა წინდი არს იმისა, ვითარმედ “აღდგებიან მკვდარნი”. საქართველო გაცხოველდება და ქართველი ერი კიდევ აღბეჭდავს მატეანესა შინა კაცობრიობისასა საქმეთა საგმიროთა. იყავნ, იყავნ!
    აჩრდილნი დიდებულთა ჩვენთა წინაპართანი, ვედრებანი ახლადაღდგენილ ივერიის ეკლესიისანი და კურთხევა ჩემის უღირსობისაი გფარავდეთ და წარგიძღოდეთ თქვენ გზასა მას მოღვაწებისა თქვენისასა”.

    დაბალი კირიონ II, მთავრეპიზკოპოზი მცხეთისა
    და სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი.
    ქალაქი თბილისი, 19 ნოემბერი, 1917 წელი.

    საქართველო აღსდგა

    თავად დავით ნიჟარაძის სიტყვა, 1917წ 21 ნოემბერი

    მამულიშვილნო!
    მეტად და მეტად ბედნიერი ვარ, რომ მეც წილად მხვდა ბედნიერება მივესალმო ამ ტრიბუნიდან ამ სანატრელს პირველ საქართველოს ეროვნულ კრებას, აუცილებლად მიმაჩნია კვლავ განვიმეორო და გაგახსენოთ ისტორიული ღვაწლი ქართული თავად-აზნაურობისა, თავისი სამშობლოს და ქართველი ერის წინაშე, რადგან ყოველივე ამას შეეხო და განმარტა კონსტანტინე აფხაზმა. თავად-აზნაურობა ერთრგვარად უწევდა სამსახურს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მრავალი საუკუნის განმავლობაში და თვით რუსეთთან შეერთების შემდეგაც, რამდენადაც ეს მათ შეეძლოთ იმ ფარგლებში მომწყვდეულთ, რომელშიაც რუსის მთავრობამ ჩააყენა… დასავლეთ საქართველოს აზნაურობამაც რვა ამა გიორგობისთვეს ისეთივე დადგენილება გამოიტანა, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს აზნაურობამ. მან თვის მემკვიდრედ აღიარა სრულიად ქართველი ერი, თუმცა, დასავლეთ საქართველოს აზნაურობას ისეთი სიმდირე არ ჰქონია, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს აზნაურობას, მაგრამ მან თავისი წვლილი ერთად ამ უკანასკნელთან გადასცა ერს…
    დასავლეთ საქართველოს აზნაურობისაგან ერზედ გარდაცემულ მამულებს შეიცავენ: ქართული გიმნაზია თავის შენობით, აზნაურობის ბანკი, რომელიც ერთსა და იმავე დროს არის დაარსებული თბილისის აზნაურობის ბანკთან და ერთი წესდება აქვთ. ერთსულოვნების და სოლიდარობის ჩვენი პოლიტიკური პარტიების შორის, რომელიც ამ სანატრელს ეროვნულ კრებაზე გამოირკვა (მცირე გამონაკლისის გარდა) მე აღფრთოვანებული ვარ სულით და გუილით, ვბრუნდები დასავლეთ საქართველოში და ვახარებ მას რომ საქართველო აღსდგა!
    ქართველი ერი ხელი-ხელ ჩაკიდებული ერთსულოვნად და ერთგულოვნად, განურჩევლად პოლიტიკური მიმართულებისა, დადგა საქართველოს თავისუფლების დროშის ქვეშ და იგი ამ დროშის ქვეშ დაუყონებლივ განახორციელებს დიდის ხნის თავის იდეალებს, თავის დიდებული ისტორიის სავსებით აღდგენას. მაშ გაუმარჯოს ქართველ ერს (ტაში).

    ”მოისმინა რა ქართველ თავად-აზნაურთა ორივე გუბერნიის წინამძღოლთა მოხსენებანი იმის შესახებ, რომ თავადაზნაურობის დადგენილებით 29 ოქტომბრის და 8 ნოემბრის თარიღებით, მთელი მისი ორივე გუბერნიის თავადაზნაურობის კოლექტიური ქონება, ქონებრივი უფლებები და ვალდებულებები აღიარებულია ქართველი ერის ავლადიდებად და უნდა გადაეცეს, ვიდრე საქართველოს თვითმმართველობის ორგანო დაარსდებოდეს, საქართველოს ეროვნულ საბჭოს”

    I ეროვნული ყრილობის რეზოლუციიდან
    1917წ.21 ნოემბერი

     

    “ის ქონება, რომელიც დღეს ქართველი თავად-აზნაურობისაგან გადმოდის იქნება პირველი ფონდი ქართული ეროვნული ქონებისა… საჭიროა ეროვნულმა ყრილობამ აირჩიოს ორგანო, რომელიც დაიჭერს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ადგილს და ერთის მხრივ გაუძღვება, უპატრონებს მიღებულ ქონებას, ხოლო მეორეს მხრივ, ფხიზლად მოეპყრობა ყველა იმას, რასაც წარმოშობს დრო და გარემოება”.

    აკაკი ჩხენკელი. გაზ.”საქართველო”
    №259,1917წ. 24 ნოემბერი

    1923 წლის 20 მაისს გენერალი, თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი, I ეროვნული ყრილობის მოწყობის ინიციატორი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, “საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის” თანაავტორი, საქართველოს ეროვნული საბჭოს და პარლამენტის წევრი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, შერვაშიძეთა უძველესი გვარის შთამომავალი, ილია ჭავჭავაძის დისშვილი, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი ბოლშევიკებმა დახვრიტეს 15 ქართველ პატრიოტთან ერთად აწინდელი ვაკის პარკის მიდამოებში. 55 წლის კოტე აფხაზი სიკვდილის წინ არ შემდრკალა. დამსჯელ რაზმს მან განუცხადა, რომ მშვიდად ტოვებდა ამ ქვეყანას, რადგან სწამდა სამშობლოს აღორძინებისა…

    შალვა ამირეჯიბი
    კოტე აფხაზის სიკვდილზე

    როს ჩვენი დროის რეგვენობის მწირ ანარეკლად,
    ჩვენში მატურებს ისე დგამენ, ვით თივის ზვინებს,
    თავისის ფეხით ადის ბრიყვი კვარცხლბეკზედ ძეგლად
    და ჯალათობა სათნოების იწნავს გვირგვინებს.

    შენ მოკლებული საფლავისა მყუდრო სიამეს,
    განუბანელი აიაზმით ადის წყლებიდგან,
    უცდი, შემოვა მტრის ბანაკში ეტლი პრიამის,
    რომ გამოიხსნას შვილის გვამი მტრის ხელებიდან.

    და გენატრება შენ საფლავი სადმე მდელოზედ,
    რომ უდგეს ბუჩქი,ზედ ბილიკი ჩაუდიოდეს
    რომ კვლავ შეგეძლოს გადმოხედვა საქართველოზედ
    და შენი გული იმის ბედზედ აღარ სჩიოდეს.

    არ ითაკილებს ჩვენი დრო, რომ გაგხადეს ლეში,
    ჩვენ მწუხარ გულებს შენი ფიქრი მაინც უნათებს,
    და რომ სახელი დიდი გქონია შენ სიცოცხლეში,
    ეხლა შენ ამას ვეღარავინ დაგამუნათებს!

    34კოტე აფხაზი

    1923წ.მაისი

    ქართული სარდლობა, კონსტანტიოპოლში მყოფი, აუწყებს ქართულ საზოგადოებას, რომ 20 მაისს 1923 წ. თბილისში, რუსეთის საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლების განკარგულებით, გაუსამართლებლად, დახვრეტილ იქნენ საქართველოს განთავისუფლებისათვის თავდადებულნი მებრძოლნი:
    1. გენერალი თ.
    2. გენერალი თ.
    3. გენერალი თ.
    4. გენერალი
    5. პოლკოვნიკი
    6. პოლკოვნიკი
    7. პოლკოვნიკი
    8. პოლკოვნიკი
    9. როტმისტრი
    10. როტმისტრი თ.
    11. ლეიტენანტი
    12. სამ. მოხელე
    13.
    14.
    15.
    ანდრონიკაშვილი ალექსანდრე
    წულუკიძე ვარდენ
    აფხაზი კონსტანტინე
    მუსხელიშვილი როსტომ
    ხიმშიაშვილი გიორგი
    მაჭავარიანი ალექსანდრე
    გულისაშვილი ელიზბარ
    ჩრდილელი დიმიტრი
    ყარალაშვილი ფარნაოზ
    ბაგრატიონი მუხრან-ბატონი სიმონ
    კლიმიაშვილი ლევან
    ზანდუკელი მიხეილ
    კერესელიძე იასონ
    ჭიაბრიშვილი სიმონ
    ქუთათელაძე ივანე
    უფრო ადრე საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაიხვრიტნენ:
    16. როტმისტრი თ.
    17. როტმისტრი თ.
    18. შტაბ-როტმ. თ
    19. ლეიტენანტი თ.
    20. ვახმისტრი
    21. კაპიტანი თ.
    22. პოლკოვნიკი
    23. როტმისტრი თ.
    24. ლეიტენანტი თ.
    25. როტმისტრი თ.
    26. პოლკოვნიკი
    27. უნტ-ოფ.
    28. იუნკერი
    ანდრონიკაშვილი სოლომონ
    ფავლენიშვილი შალვა
    სუმბათაშვილი ალეკო
    ვაჩნაძე დავითი
    გელაშვილი ალ.
    ფავლენიშვილი პეტრე
    სტროევი (მფრინავი)
    ჩოლოყაშვილი კონსტანტინე
    ვაჩნაძე არჩილ
    ვაჩნაძე შაქრო
    ლექვინაძე ლადო
    ფავლენიშვილი გიორგი
    ძამასპირიშვილი

    (კაბატაში მახმუდ ფაშა სარაი)