ღია წერილი

    Post 29 of 31

       საქართველოს პრემიერ-მინისტრს,

    ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

    საქართველოს  პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს

     

    ადამიანთა გვარ -სახელები ისტორიული სიღრმიდან იღებენ სათავეს.

    ქართული გვარ-სახელების წარმოშობა-გაფორმება ადრე ფეოდალურ ეპოქას განეკუთვნება.

    საქართველოში 25000 ზე მეტი გვარი არსებობს, მათ შორის 150-ზე მეტი მეფეთა, მთავართა, თავადთა,აზნაურთა…

    ქართულ გვარ-სახელებს მოვლა-პატრონობა სჭირდება, რამეთუ ჩვენი ქვეყნის კულტურულ საუნჯეს წარმოადგენს, ერის სულიერი და ზნეობრივი ცხოვრების უტყუარი ძეგლია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალმა პარლამენტმა უნდა შეიტანოს ცვლილებები საქართველოს კანონში. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ და აღადგინოს პასპორტებში და პირადობის მოწმობებში  გრაფები ეროვნების და მამის სახელის შესახებ.

    სახელი, მამის სახელი, გვარი არა მარტო ადამიანის უფლებაა(სამოქალაქო კოდექსის მე-17, მე-18 მ. I ნაწილი) არამედ ქვეყნის კუთვნილებაა. საქართველოს ყველა მოქალაქის, ყველა ერის სიამაყეა სახელი, მამის სახელი და გვარი. ქართული გვარ-სახელების მატარებელი უნდა იყოს ძირძველი ქართული ეთნოსის წარმომადგენელი და გამომხატველი ცოცხალი რგოლი საკრალურ ჯაჭვში წარსულიდან აწმყოში და აწმყოდან მომავალში.

    3.09.2013

    ია ბაგრატიონ-მუხრანელი, ირაკლი ბაგრატიონი, ელენე აბაშიძე, შოთა ჩხეიძე, ვაჟა აბაშიძე, ზურაბ რატიანი, ზაზა ჩიქოვანი, ზვიად ჯაფარიძე, ლამარა შენგელია, მიხეილ  ბაბუნაშვილი, ცოტნე ნაკაშიძე.