Post 8 of 20

    საუკუნო ხსენება…

    2014წ.  20 მაისს, 14.00 საათზე ვაკის პარკში (კვიპაროსების ხეივნის ზემოთ) საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულო აწყობს ტრადიციულ სამგლოვიარო მიტინგს, რომელიც ეძღვნება  საქართველოს გმირების, თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლის, გენერალ კონსტანტინე აფხაზის, გენერალ ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, გენერალ ვარდენ  წულუკიძის, პოლკოვნიკ გიორგი ხიმშიაშვილის, პორუჩიკ სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის, გიორგი მუსხელიშვილისა და თხუთმეტი  გულანთებული მამულიშვილის დახვრეტას (1923 წლის 20 მაისს).

    ამ წმინდა ადგილზე საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობა ჩაატარებს სამგლოვიარო მიტინგს და სულთა მოსახსენიებელ პარაკლისს, გმირთა მოსაგონარი სიტყვებით გამოვლენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მერობის კანდიდატები…

    1923წ 20 მაისს ბოლშევიკთა მიერ დახვრეტილ ერის საუკეთსო შვილებს, ზვარაკად შეწირულ პატრიოტებს, ჩვენი პატივი და საუკუნო ხსენება!…

    გთხოვთ, მობრძანდეთ!

    2014წ.    20 მაისს 14.00სთ-ზე

    ვაკის პარკში

     

    თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობა

    19.05.2014წ.