თავად-აზნაურთა ყრილობა

    Post 31 of 31
    თავად-აზნაურთა ყრილობა

    2013 წ 11 ივნისს წმ. სამების ტაძარში (ახალგაზრდულ ცენტრში) ჩატარდა საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს თავყრილობა.

    თავყრილობა დალოცა მეუფე თადეოზმა. საქართველოს თავადაზნაურობას მიესალმნენ: ქართული ემიგრაციის პატრიარქი, ბატონი პეტრე ხვედელიძე(ვაშინგტონი), ბატონი შოთა ჩხეიძე(ნიუ-იორკი), ბ-ნი გუძა აფაქიძე (სანკტ-პეტერბურგი), ბატონები დავით ბაგრატიონი, იოანე(ხუან) ბაგრატიონი (ესპანეთი).

    ყრილობაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა საკრებულოს ვიცე-წინამძღოლი ქ-ნი ი.ბაგრატიონ-მუხრანელი:

    ,,2010-13წწ პერიოდში თავად-აზნაურთა საკრებულოს შეემატა მრავალი ახალი წევრი, მჭიდრო კავშირები დავამყარეთ ესპანელ ბაგრატიონებთან, მონარქისტული იდეოლოგიის გამომხატველ პარიებთან და საზოგადოებებთან. უწმინდესმა და უნეტარესმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მრავალგზის გაამახვილა ყურადღება და მოგვიწოდა მონარქისტული იდეის გასაძლიერებლად საზოგადოებრივი აზრის შესწავლისაკენ, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის გაძლიერებისაკენ. მონარქიზმი, როგორც იდეოლოგია და მუშაობის გეგმა იყო ქვაკუთხედი ჩვენ მიერ ჩატარებული კონფერენციებისა, სემინარების, შეხვედრების,,სამების“ ახალგაზრდულ ცენტრში, საპატრიარქოში, კინოს-სახლის დარბაზში, ნიკო ბაგრატიონის თავად-აზნაურთა სკოლა -ლიცეუმში… დიდი აღიარება ქონდა ჩვენს მიერ ჩატარებულ 3 ,,მრგვალ მაგიდას’’ საერთო სათაურით: ,,ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“, რომლებიც მიეძღვნა დავით -გარეჯის და მუხრანის პრობლემებს, ქართულ ენას, რამეთუ ,,ენა დედაა ერისა“, აგრეთვე  ცოცხალი ისტორია ერისა, ქართული ენის, ქართული ისტორიის, ქართული კულტურის პროპაგანდა არის ლაიტმოტივი ნიკო ბაგრატიონის სახ. სკოლა-ლიცეუმისა, რომელიც დაარსებულია კათოლიკოს -პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და პატრონაჟით.თავად-აზნაურთა საკრებულომ აღნიშნულ პერიოდში გამოსცა ალბომები და მონოგრაფიები: სქელკანიანი, ენციკლოპედიური ნაშრომი: ,,საქართველოს თავად-აზნაურობა“, ,,ქეთევან წამებული- საქართველოს დიდება,“  ,,მხატვრები პატრიარქს,’’ ,,ზეციური სტუმარი დედამიწაზე’’–საიუბილეო გამოშვება, რომელიც მიეძღვნა კათოლიკოს- პატრიარქის აღსაყდრების 35 და დაბადებიდან 80 წლისთავს.

    2012 წლოიდან თავად-აზნაურთა საკრებულოს მედია სიცრცე ,,ობიექტივში“ მიყავს რადიო-ტელე გადაცემები საერთო დევიზით: ,,მამული, ენა, სარწმუნოება, მეფე…’’ გავრცელდა ანკეტა საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად შემდეგი კითხვარით: რომელ სახელმწიფო სტრუქტურას აირჩევდით:

    1. საპრეზიდენტო რესპუბლიკა;
    2. საპარლამენტო რესპუბლიკა;
    3. საპარლამენტო რესპუბლიკა კონსტიტუციური მონარქიის სახით;

     

    თავდ-აზნაურთა საკრებულომ კრიტიკულად შეაფასა ნაც. მოძრაობის ანტიეროვნული პოლიტიკა, ხმა მისცა არჩევნებში ,,ქართულ ოცნებას“ ქართული  ძეგლების მდგომარეობა შეაფასა  (ბაგრატი, დავით-გარეჯი, მუხრანი), ეკოსისტემების განადგურება, ქართული ენის დაკნინება) კატეგორიულად დაგმო გეი-აღლუმების მოწყობის მცდელობაში, სექსუალური უმცირესობის  აღვირახსნილობა, ქრისტიანული, ზნეობრივი პოსტულატების შერყევა.

    ჩვენი ტრადიციული შეხვედრები 20 მაისს, ვაკის პარკის მიდამოებში, სადაც 1923 წ. ბოლშევიკებმა დახვრიტეს გენერალი კოტე აფხაზი და 15 მამულიშვილი, სამგლოვიარო მიტინგი და პანაშვიდი წელს დასრულდა სასიხარულო ცნობით: მოქანდაკე გ. წულაძემ შეასრულა კოტე აფხაზის ბიუსტი, რომელიც დაიდგმება ვერის ბაღში, თუმცა ეკლესიის აშენების საკითხი კვლავ უსასრულოდ გადაიდო. თავყრილობაზე სიტყვით გამოვიდნენ და აზრი გამოთქვეს: მამა თეოდორე(გიგნაძე), ნანა ანდრონიკაშვილი, დავით გოგაძე, გიორგი ლაზარაშვილი, დენიზა სუმბაძე , ბუდუ სირბილაძე…

    დასახელდნენ გამგეობის წევრები:

    1.იოანე (ხუან) ბაგრატიონი (ესპანეთი);

    2. დავით ბაგრატიონი (ესპანეთი);

    3. ირაკლი ბაგრატიონი (თბილისი);

    4.ია ბაგრატიონ-მუხრანელი-ვიცე წინამძღოლი;

    5. ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი;

    6. ირაკლი ბაგრატიონი(ქუთაისი);

    7. მიხეილ ბაგრატიონი (რუსთავი);

    8. იური ჩიქოვანი(მთ გენეალოგი);

    9. ვაჟა აბაშიძე (გამგეობის თავმჯდომარე);

    10. ელენე აბაშიძე (უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე)

    11. დედა ელისაბედი (ზედგინიძე);

    12. დედა ნინო (ამილახვარი);

    13. მამა ალექსანდრე (ჩახვაშვილი);

    14. რუსუდან ამირეჯიბი;

    15. მზია ასათიანი (ქუთაისი);

    16. ნუგზარ მაჭავარიანი (გორი);

    17 გიორგი გაგუა (ფოთი);

    18. მამა ბიძინა (გუნია);

    19.ნიკო ჯავახიშვილი (ისტ.მეცნ. დოქტორი)

    20. ანა სიდამონიძე (ერისთავი) (გორი);

    21. ცოტნე ნაკაშიძე(ხელოვნების კომისიის თავმჯდომარე);

    22. ზაზა ჩიქოვანი, ახალგაზრდული კომისიის თავმჯდომარე;

    23. კობა ფანგანი (,, სამეფო გვირგვინი“);

    24. იგორ ჩხეიძე;

    25. ადა მარშანია;

    26. გიორგი შერვაშიძე- აფხაზ. თავად-აზნაურთა წინამძღოლი;

    27. მზია ასათიანი(ქუთაისი) 500 709 701;

    28. მიხეილ ბაბუნაშვილი(გვარიშვილობა);

    29.ნატო მარშანია (სოხუმი);

    30.დავით გოგაძე (,,სამეფო გვირგვინი’’);

    31 გია გერსამია;

    32. ლევან თარხან-მოურავი;

    33. ქეთი ამირეჯიბი;

    34. ელენე ბარათაშვილი  (,,სამეფო გვირგვინი’’)

    35. ნინო მხეიძე(,,სამეფო გვირგვინი’’)

    36 ირაკლი საღლიანი;

    37. გიორგი მუსხელიშვილი;

    38. ვაჟა შარვაშიძე;

    39.ნუგზარ მაჭავარიანი (გორი);

    40.  გიორგი ანდრონიკაშვილი;

    41. ბუდუ სირბილაძე ,,სამეფო პალიტრა“

    42. ზვიად ჯაფარიძე;

    43. გიორგი მშველიძე;

    44. მანანა გაბაშვილი;

    45. მამა გიორგი (გუგუშვილი);

    46. თენგიზ თავდგირიძე( ბათუმი);

    თავად-აზნაურთა თავყრილობაზე საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ: ადა მარშანია, ლევან თარხან-მოურავი.

    შეხვედრის დასასრულს საზოგადოების წინაშე წარსდგნენ მონარქისტული მოძრაობა ,,სამეფო გვირგვინის‘’ თავკაცნი: ირაკლი ბაგრატიონი, ზაზა ჩიქოვანი, მამუკა ჯაყელი, დავით გოგაძე, კობა ფანგანი, გოჩა გოგუაძე, ნინო მხეიძე….