ნეკროლოგი, კოტე ჩოლოყაშვილი

    Post 25 of 31
    ნეკროლოგი, კოტე ჩოლოყაშვილი

    ხსოვნა

    გარდაიცვალა ბატონი კონსტანტინე (კოტე) ჩოლოყაშვილი–ღირსეული გვარის ღირსეული წარმომადგენელი. გარდაიცვალა საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მხცოვანი სპეციალისტი, პროფესორი, თბილისის საპატიო მოქალაქე. გარდაიცვალა ტრაგიკული ბედის პიროვნება, რომლის მამა კონსტანტინე- დახვრიტეს 1922წ და დედამ -ექიმმა ეკატერინე ჩერქეზიშვილმა შვილისათვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ჩვილი ბავშვი გადაიყვანა თავის გვარზე. გარდაიცვალა პიროვნება, რომლის ახალგაზრდობა და სტუდენტობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეპრესიების საშინელი ომის და საერთო გაჭირვების, დასმენის, თვალთვალის მიუხედავად, იმედიანი და ხალისიანი იყო, რამეთუ მამულისადმი სიყვარულით იყო გაჟღენთილი. გარდაიცვალა ქართული იარაღის უბადლო სპეციალისტი, მრავალი მუზეუმის დამფუძნებელი საქართველოს რეგიონებში, თბილისის უმაღლესი სასწავლებლების ეთნოგრაფიის და მუზეუმთმცოდნეობის კურსების განსაკუთრებული იუმორის მქონე ლექტორი, ახალგაზრდების დამცველი მეგობარი, თბილისის კოლორიტი და ჩოხოსანი ბატონი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე ჩოლოყაშვილი.

    ბატონი კოტე დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით (2005წ), მრავალი საპატიო სიგელით და მედლით. მონაწილეობას ღებულობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, შექმნა ლამაზი და ღირსეული ოჯახი.

    გარდაიცვალა კოტე ჩოლოყაშვილი–პატრიოტი, რაინდი, ისტორიკოსი… დამთავრდა მთელი ეპოქა  თბილისის და საქართველოს ცხოვრებაში. ებარებოდეს მშვიდობით ქართულ მიწას!

    ია ბაგრატიონ-მუხრანელი, ელდარ ციციშვილი, ელენე აბაშიძე, ვაჟა აბაშიძე, ქეთევან ავალიშვილი, მიხეილ ბაგრატიონი, ირაკლი ბაგრატიონი, ციცი გაბესკირია, ვაჟა აბაკელია, ზაზა ჩიქოვანი, ზვიად ჯაფარიძე, ლეილა მირიანაშვილი, გოჩა გოგუაძე, დედა ნინო, შოთა ჩხეიძე, იგორ ჩხეიძე, თენგიზ თავდგირიძე, ნუგზარ მაჭავარიანი….

    პანაშვიდები: 17, 18 ოქტომბერს 17.00 სთ.

    დაკრძალვა: 19 ოქტომბერს 14.00 სთ.

    მისამართი: ილ. ჭავჭავაძის 2/2, კეკელიძის 2