პროტესტი

    Post 27 of 31

    საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს,

                                                                               მონარქისტული მოძრაობა ,, სამეფო გვირგვინის’’,

    საზოგადოება ,,სვანეთის’’, აფხაზეთის დევნილთა

    კავშირის წევრთა

     

    ერთობლივი პროტესტი

     

    გულისტკივილით ვაცხადებთ, რომ არ დაუშვებთ საქართველოს, ქართველი ერის მოსპობა-განადგურებას, ზნეობრივ, სოციალურ, მორალურ, ეთნიკურ, ეკოლოგიურ  კატასტროფას, რომელიც გამოიწვევს 14 გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.

    ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფა გაანადგურებს სვანეთის და დარიალის ხეობის უნიკალურ ბუნებას, ისტორიულ ძეგლებს, შეცვლის კლიმატს, დიდ უბედურებას მოუტანს საქართველოს.

    ხუდონის ჰესის მშენებლობა დაიწყო ჯერ 1979წ  ე. შევარდნაძის ზეწოლით. დაიხარჯა 150 მლნ  აშშ დოლარი. მისი კაშხალი 30 კმ. უფრო მაღალია, ვიდრე ენგურ-ჰესის. 2009 წ დეკემბერში მ.სააკაშვილის მთავრობამ გააფორმა მემორანდუმი ინდურ კომპანიასთან ,, Trans Electrica’’, რომელმაც მოამზადა ხუდონ-ჰესის მშენებლობის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება, 2011წ. ხელმოწერილი იყო ხელშეკრულება ექსპლუატაციის და საკუთრების თაობაზე. საერთაშორისო ექსპერტების, სვანეთის მკვიდრი  მოსახლეობის, საქართველოს, მეცნიერების, ეკოლოგების, სეისმოლოგების, გეოლოგების, სოციოლოგების, კულტუროლოგების თვალთახედვის და დასაბუთებული დასკვნების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა კვლავ ფიქრობს ხუდონ-ჰესის და მრავალი სხვა გიგანტური ელექტრო -სადგურის აშენებას.

    ქართველი და ჰოლანდიელი სპეციალისტების აზრით, ხუდონ-ჰესის მშენებლობა  სეისმურად აქტიურ რეგიონში, სადაც რამდენიმე სიღრმული რღვევა გადის სრული ეკოლოგიური საფრთხეების შეუსწავლელად– დაუშვებელია.

    გარდა ამისა, საპროექტო არეალში მოქცეულია 14 დასახლება, ხაიშის, გაღმა ხაიშის, დაკარის, ტიბარის მოსახლეობის სრული დასახლება, განადგურდება ხაიშის წმ. გიორგის ეკლესია სასაფლაო, ანტიკური ხანის არქეოლოგიური გათხრები… ჭუბერის გზა ორბედეთის ხეობის გავლით გადადის კოდორს, დალის ხეობაზე, ამ გზას და კოდორზე კონტროლს მთლიანად ვკარგავთ.

    ეროვნული პოლიტიკის უქონლობა  ენერგეტიკის სფეროში, სოციალურ-ზნეობრივი, ისტორიულ-კულტურული ასპექტების უკუგდება, საზოგადოებრივი  ეკონომიკური ინტერესების დაუცველობა იწვევს პროტესტს მოსახლეობის ყველა ფენაში.

    ჩვენც ვიწყებთ საპროტესტო აქციებს  და ხელმოწერების შეგროვებას ამ გიგანტური, ანტიეროვნული, ქართველი ერისათვის  საზიანო  პროექტების განხორციელების წინააღმდეგ.

    1.10.2013წ

    ვაჟა აბაშიძე, ელენე ბარათაშვილი, ია ბაგრატიონ-მუხრანელი, ნიკა ამირეჯიბი, დავით გოგაძე, ზაზა ჩიქოვანი, ზვიად ჯაფარიძე, ელენე აბაშიძე