დედათა კომიტეტი და თავადაზნაურთა საკრებულო ხუდონჰესის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

    Post 26 of 31
    დედათა კომიტეტი და თავადაზნაურთა საკრებულო ხუდონჰესის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

    დედათა კომიტეტი და თავადაზნაურთა საკრებულო ხუდონჰესის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

    საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულო და დედათა კომიტეტი ხუდონჰესის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ განცხადება “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ია ბაგრატიონ-მუხრანელმა და ქეთევან ადამიამ და ზაზა ჩიქოვანმა გააკეთეს.
    დედათა კომიტეტი და თავადაზნაურთა საკრებულო ამ საკითხებთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრთან კახა კალაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

    “ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხუთონჰესის მშენებლობას რადგანაც ვთვლით რომ ეს გამოიწვევს სვანეთის დაკარგვას. კიდევ ერთხელ ვთხოვთ ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძეს შეგვხვდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით”, – აცხადებს დედათა კომიტეტის თავმჯდომარე ქეთევან ადამია.

    ია ლეონიდეს ასეულ ბაგრატიონ-მუხრანელის განცხადებით აუცილებელია ენერგია ესაჭიროება ქვეყანას მაგრამ არა სვანეთის განადგურების ხარჯზე.

    “ედუარდ შევარდნაძის პერიოდში როდესაც როკის გვირაბი გაჰყავდა ხელისუფლებას ჩვენ ამას შევეწინააღმდეგეთ რადგანაც არ შეიძლებოდა ამ კლდეების ასე მოჭრა. მოგვიანებით ყველამ ვნახეთ რამხელა უბედურება დაატყდა საქართველოს. დღეს ჩვენ ყველანი ვამბობთ რომ ამ ჰესის მშენებლობა დაუშვებელია რადგანაც ეს გამოიწვევს ულამაზესი ბუნების განადგურებას და ამის შესაჩერებლად ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ”, – აცხადებს ია ბაგრატინ-მუხრანელი.

    ზაზა ჩიქოვანის განცხადებით, აუცილებელია ქვეყანას მონარქი მართავდეს რის გამოც ისინი თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვას აქტიურად აპირებენ.

    “ჩვენ აღებული გვაქვს კურთხევა პატრიარქისგან და თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურად ვაპირებთ ჩართვას. ვთვლით რომ საქართველოში მონარქიული მმართველობა უნდა დაბრუნდეს”, – აცხადებს ჩიქოვანი.