თავად-აზნაურთა საკრებულოს ყრილობა რუსთაველის თეატრში

    Post 4 of 20
    თავად-აზნაურთა საკრებულოს ყრილობა რუსთაველის თეატრში

    რწმენით, სასოებითა და იმედით

    2014 წლის 22 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს ტრადიციული თავყრილობა ჩატარდა. დარბაზი დალოცა მამა ნოდარმა (ქათამაძემ). მუსიკალური მისალმებით გამოვიდნენ ნიკო ბაგრატიონის სახ. თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის მგალობლები (ხელმძღვანელი ბექა ხუციშვილი). გამგეობის საქმიანობა შეაჯამა ვიცე-წინამძღოლმა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა, ხაზგასმთ აღნიშნა საგანმანათლებლო, კულტლეგელური და ქრისტიანულ-მონარქისტული მიმართულებები. გაჟღერდა მტკიცე პოზიციები ეროვნული იდეოლოგიის განმტკიცების საქმეში კრების თავმჯდომარის – ვაჟა აბაკელიას, გამომსვლელების – ვახტანგ მაჭავარიანის, ნიკო დადიანის, დავით თარხან-მოურავის, მიხეილ ბაბუნაშვილის, ვაგნერ მხეიძის, იური ჩიქოვანის, ლევან ფრუიძის  გამოსვლებში. შემდეგ თავად-აზნაურთა საკრებულომ დააჯილდოვა

    1. დედა ელისაბედი ( ზედგენიძე) – ქეთევან წამებულის მედლით;
    2. ირმა ინაშვილი. გიორგი სააკაძის მედლით;
    3. ალექსანდრე იოსელიანის შვილი – ნინო – დემეტრე თავდადებულის მედლით;
    4. ნინო მიქიაშვილი- თამარ მეფის მედლით;
    5. ირაკლი ამირეჯიბის დედა – მარინე მხეიძე  - გიორგი ბრწყინვალეს მედლით;
    6. გიორგი შერვაშიძე- დიმიტრი ყიფიანის მედლით;
    7. მამა ნოდარი-კოტე აფხაზის სახ. მედლით;

     

    დაჯილდოების შემდეგ გაიმართა ტრადიციული არჩევნები. ყრილობამ

    საკრებულოს წინამძღოლად ერთხმად  აირჩია თავადი დავით თარხან- მოურავი.

    საპატიო  წინამძღოლად- თავადი ია ბაგრატიონ-მუხრანელი, ვიცე-წინამძღოლებად   -  თავადი მამუკა ჯაყელი, თავადი შოთა ჩხეიძე.  შემდგომ, გამგეობის გადაწყვეტილებით, გამგეობის თავმჯდომარედ აირჩა –  მალხაზ ამაშუკელი, დარბაზის ხელმძღვანელად –  ვაჟა აბაშიძე.

    საღამო რუსთაველის თეატრში დასრულდა სუხიშვილების სახელოვანი ანსამბლის სოლისტების მიერ შესანიშნავად შესრულებული ,,სამაიათი’’.